თბილისის ხელოვნების სკოლებში ფესტივალი “ქართული ფრესკები" მიმდინარეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისის ხელოვნების სკოლებში ფესტივალი “ქართული ფრესკები" მიმდინარეობს კულტურა, სპორტი
27-02-2010, 02:17
თბილისის ხელოვნების სკოლებში მაჭავარიანის სახელობის ფესტივალი _ “ქართული ფრესკები~ მიმდინარეობს. საფესტივალო პროგრამას ყველა სკოლა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოადგენს.

შოთა შანიძის სახელობის მე-20 ხელოვნების სკოლა, რომელიც საორკესტრო სკოლაა, ფესტივალზე წარმოადგენს კამერულ ორკესტრს, სასულე საკრავთა ორკესტრს, შერეულ ანსამბლებსა და სხვადასხვა საკრავზე შესრულებულ სოლონომრებს. საფესტივალო პროგრამაშია 2 პიესა, მათ შორის, ერთი ქართველი კომპოზიტორის.

საორკესტრო სკოლის კონცეტრი 3 მარტს არის დაგეგმილი გლდანის 26-ე ხელოვნების სკოლის შენობაში. ამ დღეს პროგრამაშია 23-ე ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გამოსვლაც.
მონაწილეთა შეფასებას ახდენს ჟიური. ფესტივალის გამარჯვებულები კი გალაკონცეტრს გამართავენ.

რამდენიმე წელია, ხელოვნების სკოლებში ერთ დროს ტრადიციად ქცეული ფესტივალები და კონკურსები აღარ ჩატარებულა. 26-ე ხელოვნების სკოლის დირექტორის, ჟანა თეთრაშვილის ინიციატივით, ეს ტრადიცია ისევ გაცოცხლდა, რაც მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია.
 
 

ასევე:

  • ბორჯომში ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება
  • სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნა
  • ხელოვნების მუზეუმში იხსნება გამოფენა BLACKOUT
  • სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნება
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ხელოვნების საღამო" გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge