|
24-04-2010, 00:41
24 აპრილს მთელ მსოფლიოში ახალგაზრდობის სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე 1957 წლიდან დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად აღინიშნება.
ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე არის კიდევ ერთი საბაბი სახელმწიფო ორაგნოების, საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების მისაზიდად ახალგაზრდობის პრობლემებისადმი.
ახალგაზრდული, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოსახლეობის ფართო ფენების ძალისხმევის გაერთიანება შესაძლებელს გახდის საზოგადოების კონტროლის გაძლიერებას ახალგაზრდობის უფლებების დაცვაზე, საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური და ზნეობრივი პრობლემების რეალიზების საქმეში ახალგაზრდობის შემოქმედებით აქტივობასა და ორგანიზებულობაზე, კანონისა და მართლწესრიგის დაცვაზე. “ახალი ამბები - საქართველო“ |
|