|
5-05-2011, 00:04
5 მაისს, 11:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სტუ-ში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ 200-მდე სტუდენტს შეხვდება.
შეხვედრას დაესწრებიან სტუ-ის რექტორატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება სასწავლო პროცესში ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდების წინაშე მდგომ სირთულეებს და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაციის საკითხებს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი ავალიანი ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებს და მიმდინარე პროგრამებს გააცნობს. |
|