გიორგი ავალიანი არაქართველ სტუდენტებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გიორგი ავალიანი არაქართველ სტუდენტებს შეხვდა სტუ
5-05-2011, 12:29
გიორგი ავალიანი არაქართველ სტუდენტებს შეხვდა დღეს, 5 მაისს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სტუ-ში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ 200-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესში ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდობის სირთულეებსა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაციის საკითხებს.

სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი ავალიანმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივები და მიმდინარე პროგრამები გააცნო.

ავალიანის განცხადებით, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პროექტ “პატრიოტშიც”, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მონაწილეთა ნახევარი სწორედ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს.
 
 

ასევე:

  • გიორგი ავალიანი ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებს შეხვდება
  • ეთნიკურად არაქართველი სტუდენტებისთვის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
  • მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • 29 მარტს ნატოს დებატების კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება
  • განათლების მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge