|
2-10-2009, 13:52
"ჯი-ეიჩ-ენი". "Galileo"-ს საერთაშორისო პრემიით, ნომინაციაში "მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი ქალი" საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანი დაჯილდოვდება. აღნიშნულ ჯილდოს მიმდინარე წელს 30 წელი უსრულდება. დაჯილდოვების საზეიმო ცერენონიალი, ცნობილ ფიორენტიულ ბაზილიკაში "Santa Croce in Gerusalemme"-ში 24 ოქტომბერს გაიმართება.
ბაკოიანისათვის ამ ჯილდოს გადაცემის საფუძვლად ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "დორა ბაკოიანის შემთხვევაში საუბარია ქალზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 2004 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუსაოებში და ამ საქმეში რეკორდული შედეგები დააფიქსირა კიდეც".
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამ პრემიას ხელოვნების, პოლიტიკისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებებს გადასცემს, ბაკოიანის თანამემამულე, ცნობილი ბერძენი მსახიობი ქალი ირინი პაპპაა. |
|