გერმანიაში თომას მანის იუბილეს აღნიშნავენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გერმანიაში თომას მანის იუბილეს აღნიშნავენ კულტურა, სპორტი
6-06-2010, 03:57
დღეს, 6 ივნისს, გერმანიაში თომას მანის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დიდი გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში(1929) პაულ თომას მანი 1875 წელს გერმანიაში, ლიუბეკში დაიბადა. იგი იყო არანაკლებ ცნობილი მწერლის, ჰაინრიხ მანის ძმა და მწერალ კლაუს მანისა და მწერალ და მსახიობ ერიკა მანის მამა.

პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის, თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსს საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში და სილვა ბრუნსი, წარმომავლობით ბრაზილიელი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. თომასს ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871-1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (1890–1949), და იულია (1877–1927, თვითმკვლელობა) და კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.

1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, გაიყიდა ოჯახის საწარმო და მანების სახლი ლიუბეკში. მეუღლესა და შვილებს მოხდათ მიღებული თანხის პროცენტებზე ცხოვრება. მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო. 30–იანი წლების შუაში თომასი და ჰაინრიხი იტალიაში გაემგზავრნენ და 2 წლის განმავლობაში პალესტრინაში ცხოვრობდნენ.

1901 წელს გამოვიდა თომას მანის პირველი რომანი "ბუდენბროკები". 1905 წელს თომასი დაქორწინდა კატარინა პინგსჰაიმზე, ცნობილ ებრაელ ინტელექტუალთა ქალიშვილზე. 1929 წელს მანი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში რომანისთვის "ბუდენბროკები". 1930 წელს თომას მანმა ბერლინში გაგზავნა საჯარო წერილი, სახელწოდებით "მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ", სადაც გააკრიტიკა ნაციზმი და მუშათა კლასი დაიცვა. ამ თემას მან კიდევ რამდენიმე ესე და ლექცია მიუძღვნა. 1933 წელს, როცა ნაცისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, თომასი მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ისვენებდა. ნაცისტური პოლიციის მიერ თომასის დევნის დაწყების შემდეგ, ვაჟმა კლაუსმა სთხოვა, მამას არ დაბრუნებულიყო გერმანიაში. თომასმა გადაწყვიტა, თავი აერიდებინა მოსალოდნელი პრობლემებისთვის და მეუღლესთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოგვიანებით, ჰიტლერის რეჟიმის დროს, მანის ბევრი წიგნი, განასკუთრებით "ბუდენბროკები", დაწვეს.

1939 წელს მანი აშშ–ში გადაბარგდა, სადაც ბევრ სხვა ემიგრანტთან ერთან პრინსტონის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. 1942 წელს ოჯახი ქალაქ პასიფიკ–პალისეიდზში დასახლდა, ხოლო 1944 წელს თომას მანმა აშშ–ის მოქალაქეობა მიიღო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ–ში თომასის ცხოვრება გართულდა. დაიწყო მისი დადანაშაულება სტალინის რეჟიმის მხარდაჭერაში. 1952 წელს მანების ოჯახი ევროპაში დაბრუნდა და ციურიხის მახლობლად, ქალაქ კილხბერგში დასახლდა. თომასი აღარ დაბრუნდა გერმანიაში, თუმცა ბევრ მოგზაურობდა იქ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში 1949 წელს, გოეთეს 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების დროს შედგა.

1955 წლის 12 აგვისტოს თომას მანი ციურიხის საავადმყოფოში ათეროსკლეროზისგან გარდაიცვალა. მწერალი დასაფლავებულია ქალაქ კილხბერგის სასაფლაოზე.

მანი ინტელექტუალური პროზის ოსტატია. თავის მასწავლებლებად იგი რუს მწერალ–რომანისტებს – ლევ ტოსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის მიიჩნევდა. თანმიმდევრული, დეტალიზირებული, დინჯი თხრობის მანერა თომასმა მართალ მე–19 საუკუნის ლიტერატურიდან შეითვისა. თუმცა რომანების შინაარსი მეოცე საუკუნისთვისაა დამახასიათებელი. თომას მანის რომანების წამყვანი პრობლემებია მოახლოებული სიკვდილის შეგრძნება ("სიკვდილი ვენეციაში", "ჯადოსნური მთა"), სიკვდილსიქითა სამყაროს სიახლოვე ("ჯადოსნური მთა", "დოქტორი ფაუსტუსი"), ძველი სამყაროს წყობის ნგრევა. ყველა ეს თემა ხშირად საბედისწერო სიყვარულის თემასთანაა გადაჯაჭვული.
 
 

ასევე:

  • დღეს თომა მოციქულის ხსენების დღეა
  • გერმანიაში გოეთეს დაბადების დღეს აღნიშნავენ
  • ბელგრადში 80 წლის წლის ასაკში მილორად პავიჩი გარდაიცვალა
  • რუსული ბირთვული იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი, ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა
  • ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge