საფრანგეთში ბლეზ პასკალის დაბადების დღეს აღნიშნავენ » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საფრანგეთში ბლეზ პასკალის დაბადების დღეს აღნიშნავენ უცხოეთში
19-06-2010, 02:30
საფრანგეთში ბლეზ პასკალის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მორალისტი, კიბერნეტიკოსი, ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჰიდროსტატიკის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთი დამაარსებელი ბლეზ პასკალი (Blaise Pascal) 1623 წლის 19 ივნისს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში დაიბადა.

მამა — ეტიენ პასკალი, თავისი დროსი მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და ლინგვისტი იყო, დედა — ანტუანეტა ბეგონი — სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალი. ჰყავდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც შემდგომში ცოლად გაჰყვა ბლეზის მეგობარს, თანამზრახველსა და თანამოაზრეს ფლორენ პერიეს და ჟაკლინი, რომელიც თავისი ძმის ზეგავლენით მონაზვნად აღიკვეცა. ბლეზი სამი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და შვილების აღზრდა მამას მოუხდა. საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.

პასკალმა 10 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი მეცნიერული შრომა „ტრაქტატიბუნების“ შესახებ. 12 წლისამ დაამტკიცა გეომეტრიის ბევრი თეორემა, თვრამეტი წლის ასაკში შექმნა პირველი გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი) კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო 23 წლისამ დაამტკიცა, რომ ჰაერს მასა აქვს.

პასკალმა აღმოაჩინა კანონი სითხეებისთვის და აირებისთვის, რომელიც ფიზიკაში პასკალის კანონის სახელითაა შესული. „ადამიანის სიდიდე — ეს არის მისი აზროვნების უნარი“, — წერდა ბლეზ პასკალი.

პასკალი 1662 წლის 19 აგვისტოს პარიზში გარდაიცვალა.
 
 

ასევე:

  • უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა
  • გერმანიაში გოეთეს დაბადების დღეს აღნიშნავენ
  • ნილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელმაც პირველმა გაიარა მთვარეზე, გარდაიცვალა
  • 81 წლის ასაკში ოტია იოსელიანი გარდაიცვალა
  • ბალზაკის გარდაცვალებიდან 160 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge