|
21-07-2010, 00:52
ტურისტული კომპანია "თებულოტური" წარმოადგენს ახალ მარშრუტებს საქართველოს რეგონებში.
"ძველ და უკვე პოპულარულ მარშრუტებს დაემატა რამდენიმე ახალი ტური: ლაშქრობა რაჭიდან ქვემო და ზემო სვანეთში ისტორიული მარშრუტით - ომიანობის დროს განძსა და სიწმინდეებს სვანეთში მალავდნენ, ამ ლაშქრობაში გავივლით გზას, თუ როგორ გადადიაოდნენ რაჭა-სვანეთის მარშრუტს ჩვენი წინაპრები. შაბათ-კვირას შავ ზღვაზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში მოვინახულებთ პალიასტომის ტბისა და მდ. ფიჩორის უნიკალურ ბუნებას. გადაადგილება ხდება "პანტონის" ტიპის ნავით. 3-დღიანი ტური სვანეთში: ზუგდიდი - დადიანების სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, უშგული - ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესია, ეთნოგრაფიული მუზეუმი უშგულში, მესტია, მესტიის ეთნოგრაფიული და მიხეილ ხერგიანის სახლ მუზეუმები, ლაღამის, ლატალისა და ლენჯერის ეკლესიები", _ აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ამისა, კომპანია ტურისტებს სთავაზობს უკვე გამოცდილ, ძველი ტურებს: ხევსურეთი, აბუდელაურის ტბები, ჯიპტური თუშეთში, ლაშქრობა თუშეთიდან ხევსურეთში, ჯომარდი არაგვზე, საქართველოს დაცული ტერიტორიები.
ახალი და ძველი ტურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საიტზე www.paata.ge, კომპანიის ახალი ოფისი - კოსატავას 63. |
|