საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულებისა და ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილის ფონდის წარმომადგენლებმა 2010 წელს რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო ღონისძიება მოაწყვეს.
2010 წლის 25 მაისს, 12:30 საათზე, № 3 ლაბორატორიაში პროფესორ რუსუდან ნიკოლაძის ხსოვნის პატივსაცემად სემინარი ჩატარდა. სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
1. ” მიკროელემენტები საკვებში”
ნ. ჭრიკიშვილი, ნ.ბეჟანიშვილი - I კურსი,ჯგ. 4912
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
2. ” სისხლის ქიმიზმი”
მ. ბარამიძე, ნ. ბერიაშვილი - I კურსი,ჯგ. 4912
ხელმ. სრული პროფ. რ.კლდიაშვილი
3. ” ბიოსფერო, როგორც ქიმიური ელემენტების წყარო”
თ. ივანიაშვილი- I კურსი, ჯგ. 4912
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
4. ” ოფლის ქიმიზმი ”
თ. რატიანი - I კურსი, ჯგ. 4912
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
ქიმიკოსი რუსუდან ნიკოლოძის ასული ნიკოლაძე 1984 წლის 29დეკემბერს პეტერბურგში დაიბადა. 1909 წელს დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი.1913 წელს კი _ პეტერბურგის უნივერსიტეტი.1909-1917 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე, რომლის კათედრის გამგე იყო 1933-74 წლებში . 1933 წლიდან პროფესორია.1941 წლიდან კი _ საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. 1970 წელს რუსუდან ნიკოლაძემ ქიმიის ტერმინოლოგია გამოსცა და გ. ნიკოლაძის სახელობის პრემია მიიღო (1972 წ.). ორჯერ დააჯილდოვეს ლენინის ორდენით, ორჯერ _ წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
რუსუდანის მამა იყო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი ნიკო ნიკოლაძე, დედა _ ოლღა გურამიშვილი. 1884 წ დეკემბერში მათ პირველი შვილი შეეძინათ. დედას შვილისთვის ქართული სახელის დარქმევა უნდოდა, მაგრამ პეტერბურგის სამღვდელოებამ განაცხადა, რომ რუსუდანი არ იყო წმინდანის სახელი და საეკლესიო სიაში არ არსებობდა, მაშინ ნიკო ნიკოლაძე მისულა მეფის სასახლის ეკლესის მღდელთან და კატეგორიული ტონით უკითხავს, რატომ იყო აკრძალული ქართველ მეფეთა სახელები რუსეთის ეკლესიაში. „ჩვენ ხომ საქართველოში 500 წლით ადრე მივიღეთ ქრისტიანობა'', _ განუცხადებია მას. მოხდა ისე, რომ საქმეში ჩაერია საქართველოს ყოფილი მეფის ნაცვალი, რომელმაც მიმართა რუსეთის მეფის ალექსანდრე მესამის ბიძას და მისი თანხმობით, როგორც იქნა, ქალიშვილს რუსუდანი დაარქვეს.
რუსუდან ნიკოლაძის მეუღლე იყო ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ ალექსანდრეს ძე პოლიევქტოვი(1872-1942), რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ისტორიის პრობლემებს იკვლევდა.
2010 წლის 1-ელ ივნისს კი, 12:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულებისა და ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილის ფონდის ორგანიზებით, ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი ჩატარდა. სემინარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
1. ნერწყვის ქიმიზმი
თ. ჩაჩავა - I კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
2. ნარკომანია და ტოკსიკომანია
ც. მოლოდინი, I კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
3. ატომი და რადიაქტივობა
თ. მჭედლიძე, I კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
4. მავნე ნივთიერებების ზემოქმედება ადამიანზე
ნ. გაგაძე, I კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილი (1973-1905) იყო გეტინგენის და ბერლინის უნივერსიტეტებში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერ- ქიმიკოსი, ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, პირველ ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ”მოკლე მინერალური ქიმიის’’ ავტორი, ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის პირველი ინიციატორი, ორიგინალური გამოკვლევებისა და სახამებლის სტრუქტურის შემომქმედი (პროფ. ემილ ფიშერის ხელმძღვანელობით). საბა კლდიაშვილს ეკუთვნის ორიგინალური გამოკვლევები ა-დიკეტონების და ნახშირწყლების ქიმიაში. მან შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდი სუფთა დექსტრინის მისაღებად.
საბა კლდიაშვილი ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა. მამა, გრიგოლ ლუარსაბის ძე კლდიაშვილი, ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის პოდპორუჩიკი წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ სიმონეთიდან იყო. სიმონის ბაბუა, ლუარსაბ კლდიაშვილი, "კაცი წარმოსადეგი ტანისა, დარბაისელი, თავაზიანი და ნასწავლი", XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის პირადი მდივანი ყოფილა. დედა - ეფროსინე ქაიხოსროს ასული ყიფიანი (რომელიც შემდეგ ქმრის გვარზე გადავიდა და მას ყველა ეფრო კლდიაშვილად იცნობდა) - დიდებული მამულიშვილის, დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, სოფელ ქვიშხეთიდან იყო. საბას უფროსი ძმა, სიმონ კლდიაშვილი, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო, რომლის პროექტითაც დღევანდელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი აიგო. უმცროსი ძმა, ანდრეა, ერთ-ერთი პირველი ელექტროინჟინერი იყო, პურის ელექტროსაცხობი გამოიგონა.
საბა 1905 წელს ოდესაში მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ ებრაელთა თემის დარბევას შეეწირა. მისი დაკრძალვის ცერემონიალი – ოდესიდან საქართველომდე – იყო ჭეშმარიტი საჯარო გამოვლინება ხალხის ნებისა ადამიანური უფლებების დასაცავად და ძალადობის საწინააღმდეგოდ.
ხოლო 2010 წლის 29 ივნისს, 12:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულებისა და ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილის ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ დიმიტრი ერისთავის ხსოვნის პატივსაცემად ჩაატარეს სემინარი. სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილი იყო თემები:
5. ” შაქრიანი დიაბეტი”
ს. ნატროშვილი - 1 კურსი, ჯგ. 4912
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
6. ” ალერგია”
მ. მეტრეველი - 1 კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
7. ” ჩიყვის ქიმიზმი ”
ქ. ტაბატაზე - 1 კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი
8. ” ორგანული ნაერთების ტოქსიკური ეფექტის მოკლე მიმოხილვა”
თ. ჩიტაძე - 1 კურსი, ჯგ. 4911
ხელმ. სრული პროფ. რ. კლდიაშვილი.
დიმიტრი იოსების ძე ერისთავი 1903 წელს დაიბადა. საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარების საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. პროფესორი დიმიტრი იოსების ძე ერისთავი 1961 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. იგი 1971 წელს გარდაიცვალა.
2003 წლის 4 ნოემბერს სტუ-ის სააქტო დარბაზში აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგის (1940_1971 წწ.), სპი-ს სამეცნიერო დარგში პრორექტორის (1958 – 1971 წწ. ), ქ.მ.დ., პროფესორ დიმიტრი ერისთავის დაბადებიდან 100 წლისთავი.