|
17-09-2010, 11:39
იაპონურმა კომპანია Canon-მა ნიუ-იორკში გამოფენა EXPO 2010-ზე ფოტოაპარატის კონცეპტი დააანონსა, რომელსაც იმდენი ფერის დაფიქსირება შეუძლია, რამდენსაც ადამიანის თვალიც კი ვერ ამჩნევს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალ ფოტოაპარატს გადაღება იმ პირობებშიც კი შეეძლება, როცა განათების ხარისხი თანამედროვე პროფესიული ფოტოაპარატებისთვის განსაზღვრულზე 100-ჯერ ნაკლები იქნება.
ახალი Canon-ი ისეთი უნიკალური სურათების გადაღების შესაძლებლობას იძლევა, რომელთა დასაფიქსირებლად სარკიან ფოტოაპარატებს ფერთა გამის ფილტრების შერჩევა და რამდენიმე კადრის გადაღება სჭირდებათ. ახალი ტექნოლოგითთ აღჭურვილი აპარატი კი თვალისთვის შეუმჩნეველ ყველა შეფერილობასა და ნიუანსს ერთი კადრით გადაიღებს.
ჯერჯერობით კი ეს ყველაფერი მხოლოდ კონცეპტია და არაა ცნობილი, როდის გამოჩნდება, რა ერქმევა და რამდენი ეღირება ეს აპარატი. წინასწარი ცნობებით, Canon-ის დაანონსებული ფოტოკამერა ფერის 6 ფილტრითა და 50-მეგაპიქსელიანი მატრიცით აღიჭურვება, რომელიც თანამედროვეებს ზომებით ათჯერ აღემატება.
გადიდებული ზომის წყალობით, მატრიცა სინათლისადმი უფრო მგრძნობიარე გახდება, რაც ფოტოსურათის მაღალ ხარისხს ცუდი განათების პირობებშიც კი განაპირობებს. |
|