”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს კულტურა, სპორტი
26-09-2010, 16:05
”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს არტ-ჯგუფი ”სტიგმატი”, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „სტიგმატის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მულტიმედია არტისტი, პოეტი გიორგი ბუნდოვანი (კახიძე), მულტიმედია არტისტი მიხეილ გისტი (მეგრელიშვილი), მულტიმედია არტისტი და პოეტი მარიკა ჟორჟოლიანი, არტისტი ალფრედ კარკლინისი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „არტ-ისტერიუმის“ ქართველ ორგანიზატორებსა და კურატორებს, ფართო საზოგადოებას და ქართულ პენ-კლუბს ღია წერილით მიმართავს:


”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს


„ივლისში მე და ჩემმა მულტიმედია არტ-ჯგუფმა-„სტიგმატმა“(რომელიც მეტისწილად დაკომპლექტებულია პოეტებისგან და დიდი არტ-გამოცდილების მქონე თვითნაბადი არტისტებისაგან) მონაწილეობა მივიღეთ, ჩვენი მინი არტ-ფილმებით, გ.ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში გამართულ 3-დღიან „არტ-ვორქ-შოპში“ - „სიტყვები“. ღონისძიების არტ-კურატორთან, მაგდა გურულთან შეთანხმებით, გადაწყდა, რომ ჯგუფი „სტიგმატი“ მიიღებდა მონაწილეობას 2010 წლის ოქტომბერში დაგეგმილ, მე-3 საერთაშორისო არტ-ფესტივალში „არტ-ისტერიუმი“, რომლის ძირითადი ეკსპოზიცია „ქარვასლაში“ იქნებოდა წარმოდგენილი.

ჩვენმა ჯგუფმა აქტიურად დაიწყო ახალ ფილმებზე მუშაობა, რადგანაც ფესტივალზე მოცემული იყო თემა - „წარმოიდგინე მომავალი“. ამ თემას უნდა შეხმიანებოდა ფესტივალზე წარდგენილი თითქმის ყველა ნამუშევარი. ბოლო 3 თვის განმავლობაში გადავიღეთ და დავამონტაჟეთ ამ ფესტივალისთვის საგანგებოდ, მინიმუმ 7-8 ახალი მინი-ფილმი (ჩვენი კინოექსპერიმენტების ფორმულირებაა - კინო-პოეზია, რადგანაც ძირითადად პოეტები ვაკეთებთ ამ ფილმებს). ასევე, მაგდა გურულთან შეთანხმებით, გადაწყდა, რომ ჯგუფი „სტიგმატი“ „არტ-ისტერიუმზე“ წარმოადგენდა ერთ ცოცხალ პერფორმანსსაც. 2 სხვადასხვა პერფორმანსის სცენარი მაგდა გურულმა ჩემგან მიიღო წინასწარ, მისივე თხოვნით. ამათგან ერთი სცენარი მისი მხრიდან იქნა მოწონებული და თანხმობაც მივიღეთ მის ფესტივალზე წარმოდგენაზე. შემდეგ მაგდა გურულმა მთხოვა, მისთვის გადამეგზავნა ჩვენი ფილმებიდან უამრავი ფოტომასალა და ასევე ინგლისურ ენაზე პრესრელიზიც. მას სჭირდებოდა „არტ-ისტერიუმის“ კატალოგში განსათავსებლად, რაც დაუყოვნებლივ შევასრულე. მთელმა ჯგუფმა დავიწყეთ აქტიური მომზადება და რეპეტიცია ცოცხალი პერფორმანსისა და მოვამზადეთ.


”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს


ამის შემდგომ, მაგდა გურულისაგან, მიზეზების აუხსნელად, ვღებულობთ შეტყობინებას - ჩვენი ცოცხალი პერფორმანსის ფესტივალიდან მოხსნის შესახებ. მიუხედავად დიდი უკმაყოფილებისა, დავჯერდით მხოლოდ ფილმებით მონაწილეობას. თუმცა მალე მაგდა გურული გვატყობინებს, რომ ჩვენთვის არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკა, ანუ ვიდეოპროექტორი და დივიდიფლეერი და გვთავაზობს, თავად ვიშოვოთ ეს ტექნიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი ჯგუფი წარდგება ფესტივალზე. რადგან ვიდეოპროექტორის შოვნა არაფრით არ შეგვეძლო, მაგდა გურული დავიყოლიეთ, დაგვთანხმებოდა ფილმების, დივიდიფლეერითა და ჩვეულებრივი დიდი ფერადი ტელევიზორით ჩვენებაზე. ამას თითქოს დათანხმდა, თუმცა ცოტა ხანში განგვიცხადა, რომ ვერც დივიდიფლეერსა და ვერც ტელევიზორს ვერ იშოვიდა ჩვენი ჯგუფისთვის და ეს მინიმალური ტექნიკაც ჩვენ უნდა გვეშოვნა (აქვე დავძენ, რომ ჯგუფ ”სტიგმატს” არანაერი მატერიალური ბაზა არ გააჩნია და არტისტები ენთუზიაზმზე ვმუშაობთ).

ჩამოგვიყალიბდა აზრი, რომ „არტ-ისტერიუმის“ კურატორს მიზნად აქვს დასახული ჯგუფ „სტიგმატის“ განდევნა ფესტივალიდან, ახორციელებს ჩვენს მიმართ მიზანმიმართულ შევიწროებას და მუდმივად ახალ-ახალი და წინასწარ შეუთანხმებელი და ჩვენთვის აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი მკაცრი პირობების გაუთავებელ წამოყენებას.

დიდი მცდელობისა და ძალისხმევის შემდეგ, ტელევიზორიც ჩვენ ვიშოვეთ და დივიდიფლეერიც, რადგანაც ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო არტ-ფესტივალში მონაწილეობა. თუმცა არსად მსოფლიოში არ ხდება ასე, რომ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მიწვეულ არტისტებსა და ხელოვანებს თავად მიჰქონდეთ ტექნიკა და თავად ახდენდნენ თავიანთი ნამუშევრების ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ამის შემდგომ მაგდა გურული სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ქმნის „არტ-ისტერიუმის“ გვერდს - http://www.facebook.com/pages/Artisterium-2010/161962413814149?ref=ts და აქვეყნებს ფესტივალის, უზუსტესად (დღეებითა და საათებით) გაწერილ პროგრამას. ეს პროგრამა, ინგლისურ ენაზე, ქვეყნდება „არტ-ისტერიუმის“ ოფიციალურ საიტზედაც http://artisterium.org/ არც ერთგან და არც მეორეგან, ჯგუფი „სტიგმატი“ არაა მოხსენიებული, როგორც ფესტივალის მონაწილე.

ამ ფაქტმა აღგვაშფოთა და მაგდა გურულს ვთხოვეთ პროგრამაში ჩვენი არშეყვანის მიზეზები აეხსნა, რაზედაც მაგდა გურულმა ცინიზმით გვიპასუხა, რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა ვმონაწილეობდეთ ამ ფესტივალში, რადგან ამას არ ვიმსახურებთ. ჩვენ მიერ ძლივსძლივობით ნაშოვნი დიდი კორეული ტელევიზორი „LG”-იც დაიწუნა.

არტისტების ჯგუფი ამდენი ზეწოლის შემდგომ ჩვენ თვითონვე გავდივართ ფესტივალიდან, რასაც აშკარად ელოდნენ არტ-ისტერიუმის კურატორი და ორგანიზატორები. აშკარაა, რომ არტ-კურატორი მიზანმიმართულად ეწევა „სტიგმატის“ დისკრედიტაციას და ცდილობს, ჩვენივე ნებით დაგვატოვებინოს ფესტივალი, რათა მას არ მიადგეს ჩრდილი.

მე და მთელი ჩვენი ჯგუფი, ვაცხადებთ პროტესტს არტ-ისტერიუმის ორგანიზატორებისა და კურატორების მიმართ და აღარ ვიღებთ ამ კლანურ და სანაცნობო-საახლობლო წრეებით ჩამოყალიბებულ ფესტივალში მონაწილეობას“.

”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს
 
 

ასევე:

  • ”სტიგმატი” "არტისტერიუმ-2012”-ში მონაწილეობს
  • “კავკასიურ სახლში” ჯგუფ ”სტიგმატის” მინი არტფილმების მე-4 პრეზენტაცია გაიმართება
  • "დიოგენე“ "STIGMAT”-ის არტფილმების პრემიერას წარმოადგენს
  • "არტისტერიუმი" დასრულდა
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში არტფილმ "მუტაციის" ჩვენება მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge