|
19-10-2009, 13:58
მესტიის რაიონში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობა დილის 7 საათიდან ვეტმფრენებით დაიწყო. ტყის შემოგარენში დაწყებულია არხების თხრა, რათა მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შეიზღუდოს მისი გავრცელების არეალი.
წუხელ, ახალი კერების წარმოშობის შედეგად ხანძარი გაძლიერდა.
ხანძრის გამო, სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. რაიონში ჩასულია საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სპეციალური შემადგენლობა. ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებებში ჩართულნი არიან სასაზღვრო პოლიციისა და რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები.
ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფება შს სამინისტროს ორი ვეტმფრენი.
შეგახსენებთ, რომ მესტიიდან 9 კილომეტრში ტყეში ხანძარი გაჩნდა, რომელიც 20 ჰექტარზე გავრცელდა. იწვის შერეული ტყის მასივი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება. |
|