სტუ-სა და “კვარციტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-სა და “კვარციტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა მეცნიერება
12-11-2010, 15:52
12 ნოემბერს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს “კვარციტს’’ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შპს ,,კვარციტის’’ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისთვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.

შპს ,,კვარციტი’’ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის აწესებს სპეციალურ სტიპენდიას, აგრეთვე უზრუნველყოფს სტუ-ის სტუდენტებისთვის ყოველწლიური პრაქტიკის გავლას კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მიიღებს კურსდამთავრებულს სტაჟირებაზე.

მემორანდუმს ხელს აწერენ შპს “კვარციტის” გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და, მეორე მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეებს სურვილი აქვთ, ითანამშრომლონ საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მათი მიზანია არსებული პრობლემების დაძლევა და მისი პერსპექტიული განვითარებისთვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.

მემორანდუმის მიხედვით, “სტუ” წარმოადგენს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამფუძნებელს, რომელიც მოწოდებულია იზრუნოს საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის. კვარციტის საწარმოო ტექნოლოგიური პროცესები უშუალოდ დაკავშირებულია გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებთან და გადამამუშავებელ საქმიანობასთან. “სტუ”-ს აქვს შესაბამისი გამოცდილება, ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლები და სტუდენტები. სამთო-გეოლოგიური დარგისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი და შრომის თავისუფალ და დამოუკიდებელ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი განსაზღვრავენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიას და წაახალისებენ საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობას ორმხრივი ინტერესების სფეროში; ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას და განახორციელებენ ურთიერთსანაცვლო ვალდებულებებს.

მემორანდუმზე დაყრდნობით, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, კვარციტი იღებს ვალდებულებას:

ხელი შეუწყოს სტუ-ს სამთო-გეოლოგიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოებაში; შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სტუ-ის სამთო-გეოლოგიის დარგის განვითარებისთვის მიმართული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში; შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა, სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოებისა თუ მცირე ლაბორატორიების გადაცემის გზით; უზრუნველყოს სტუ-ის სტუდენტები ყოველწლიური პრაქტიკის გავლით კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის შემთხვევაში, მიიღოს კურსდამთავრებული სტაჟირებაზე; უშუალო მონაწილეობა მიიღოს სტუ-ის მიერ პრაქტიკაზე მისავლინებელი სტუდენტების შერჩევისა და დამტკიცების პროცესში; პრაქტიკის გავლისას განახორციელოს სტუ-ის სტუდენტებისთვის პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ანალიზური და ეკოლოგიური პროფილით; სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის დააწე¬ს¬ოს სპეციალური სტიპენდია; მზრუნველობა გაუწიოს აღნიშნულ დარგში სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც პრა¬ქტიკაზე მივლინებული იქნებიან “კვარციტში”; ხელი შეუწყოს სტუ-ის სტუდენტებს მოახდინონ თავისი ცოდნის პოპულარიზაცია; გაუწიოს კოლაბორატიული მხარდაჭერა მაგისტრატურისა და დოქტურანტურის ეტაპზე სტუდენტების მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, “კვარციტის” თანამშრომელი იყოს თანახელმძღვანელი.

მემორანდუმის ფარგლებში, სტუ იღებს ვალდებულებას, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: უზრუნველყოს “კვარციტი” მაღალკვლიფიციური კადრებით, უზრუნველყოს პრაქტიკაზე მისავლინებელ წარჩინებულ სტუდენტთა შერჩევა და “კვარციტისთვის” წარდგენა შემდგომში დასამტკიცებლად; პრაქტიკაზე მისავლინებელ სტუდენტებს ჩაუტაროს დამატებითი სწავლება სპეციალური მო¬მზადების მიზნით; უზრუნველყოს ინტენსიური მუშაობა სტუდენტებთან კვალიფიციური კადრების შერჩევის მი¬ზნით; ხელი შეუწყოს გეოლოგიურ და საწარმოო ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებუ¬ლი პრობლემების პრიორიტეტულ ასახვას და მიღებული რეკომენდაციების მაქსიმალურ დანერგვას; მოთხოვნილების შემთხვევაში, მოამზადოს “კვარციტის” ახალგაზრდა სპეციალის¬ტე¬ბი მაგისტრატურაში და დოქტურანტურაში; სტუ-ის პროფესსორ-მასწავლებლები და მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კვარციტის სამეცნიერო და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტაში.

მხარეები თანხმდებიან, რომ კვარციტი არ იღებს ვალდებულებას სტუდენტების მიერ საწარმოს შინაგანაწესის, უსაფრთხოების დაცვისა და შიდა ინსტრუქციების დარღვევის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ სტუდენტს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად; მემორანდუმი არ წარმოშობს მხარეთა შორის რაიმე ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოქმედებს ხელმოწერის დღიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მემორანდუმის ხელმომწერი ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისთვის წინასწარ შეტყობინების საფუძველზე არ გადაწყვეტს, შეწყვიტოს მისი მოქმედება. მემორანდუმი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად. მათგან ერთი გადაეცა სტუ-ს, ხოლო ორი დარჩა “კვარციტში”.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის თანამშრომლები პრაქტიკზე მყოფ სტუდენტებს დაეხმარნენ
  • სტუ-სა და “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ითანამშრომლებენ
  • შპს "საქნახშირის" წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს
  • ტყიბულში სამთო ტექნოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge