|
2-04-2014, 17:12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ შპს "საქნახშირის" წარმომადგენლები: გენერალური დირექტორი ვალერი კუხალაშვილი და ტექნიკური დირექტორი გელა მაჩაიძე.
აღნიშნული საწარმო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტზე მომზადებული ახალგაზრდა სპეციალისტების ძირითადი დამსაქმებელია. სტუმრები დაწვრილებით გაეცნენ სასწავლო შახტა-ლაბორატორიის, სასარგებლო წიაღისეულთა გამდიდრების ლაბორატორიის, გეოლოგიური საექსპერტო ლაბორატორიის მდგომარეობას და გეოლოგიური მუზეუმების ექსპონატებს.
შეხვედრაზე დაისახა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას. |
|