|
16-12-2010, 01:52
გამოცდების ეროვნულ ცენტრში Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე მსოფლიოში აღიარებული განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (აშშ) სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს. სვამინათან ჰარიჰარანმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ სამდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაეცნო.
სემინარის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 8-10 დეკემბერს, მეთორმეტეკლასელთათვის ჩატარებული საცდელი ტესტირების დროს გამოყენებული დავალებები შეაფასეს და გააანალიზეს. დავალებათა ბლოკები დალაგდა სირთულის მიხედვით, მოხდა ტესტირების დროს გამოყენებული ნიმუშების კალიბრაცია.
სვამინათან ჰარიჰარანი არის იმ თეორიის ავტორი, რომელიც საფუძვლად დაედო Cat-ის ტიპის საგამოცდო სისტემის შექმნას. სვამინათან ჰარიჰარანთან ერთად, სემინარის მუშობაში აქტიურად მონაწილეობდა განათლების სფეროს კიდევ ერთი ცნობილი ექსპერტი ჯეინ როჯერი. mes.gov.ge |
|