« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
"ენგურჰესმა" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო |
სიახლე |
|
|
21-12-2010, 03:04
"ენგურჰესი" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდოთი ევროპის საერთაშორისო ხარისხის ასოციაცია "პარიზის კლუბმა" ოფიციალურად დააჯილდოვა. "ენრგურჰესს" ჯილდო საზეიმო ცერემონიაზე ჟენევაში გადაეცა.
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა. მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ხარისხის მიღწევების კვლევებისა და შეფასების შედეგად ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტმა (BID) "ენგურჰესს" უმაღლესი კატეგორიის ჯილდო გადასცა.
ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტი (BID) ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ კომპანიების შეფასებას, რომელთაც წარმატება მიაღწიეს ტექნოლოგიებისა და ხარისხის სისტემების დანერგვაში, წარმოების განვითარებასა და მენეჯმენტში.
შპს "ენგურჰესი" პლატინის ჯილდოს მფლობელი შემდეგი კრიტერიუმების დაცვის გათვალისწინებით გახდა: საზოგადოების ხარისხიანი მომსახურება; საერთაშორისო ხარისხის მართვის შეფასების სისტემის (TQM QC100) შესაბამისად დადგენილი მართვისა და საქმიანობის ხარისხის მაჩვენებლის დონის გაუმჯობესება; საქმიანობის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების და მომხმარებელთა მოლოდინის გამართლება; შრომითი საკადრო რესურსების ტექნიკური და ეკონომიკური მიღწევების რეგულარული გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი მიდგომებისადმი პატიისცემის ამაღლება; შრომითი საკადრო რესურსების მაქსიმალური პოტენციალის მიღწევებისადმი ზრუნვა; კომპანიის ზოგად მიღწევებში თანამშრომელთა ინიციატივებსა და მონაწილეობის ამაღლება. ghn.ge |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდათბილისში ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართებაუმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენლ აბიტურიენტებს ახალი შანსი ეძლევათსაერთაშორისო კონფერენცია NEW PROLAMAT 2013ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო წარმატება
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|