|
5-11-2010, 00:11
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა. მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ხარისხის მიღწევების კვლევებისა და შეფასების შედეგად ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტმა (BID) "ენგურჰესს" უმაღლესი კატეგორიის ჯილდო გადასცა.
ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტი (BID) ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ კომპანიების შეფასებას, რომელთაც წარმატება მიაღწიეს ტექნოლოგიებისა და ხარისხის სისტემების დანერგვაში, წარმოების განვითარებასა და მენეჯმენტში.
შპს "ენგურჰესი" პლატინის ჯილდოს მფლობელი შემდეგი კრიტერიუმების დაცვის გათვალისწინებით გახდა: საზოგადოების ხარისხიანი მომსახურება; საერთაშორისო ხარისხის მართვის შეფასების სისტემის (TQM QC100) შესაბამისად დადგენილი მართვისა და საქმიანობის ხარისხის მაჩვენებლის დონის გაუმჯობესება; საქმიანობის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების და მომხმარებელთა მოლოდინის გამართლება; შრომითი საკადრო რესურსების ტექნიკური და ეკონომიკური მიღწევების რეგულარული გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი მიდგომებისადმი პატიისცემის ამაღლება; შრომითი საკადრო რესურსების მაქსიმალური პოტენციალის მიღწევებისადმი ზრუნვა; კომპანიის ზოგად მიღწევებში თანამშრომელთა ინიციატივებსა და მონაწილეობის ამაღლება.
ხარისხისა და გამორჩეული საერთაშორისო ბიზნესსახელის გამო შპს "ენგურჰესს" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდოთი ევროპის საერთაშორისო ხარისხის ასოციაცია "პარიზის კლუბიც" დააჯილდოებს, რომლის გადაცემა ჟენევაში, 2010 წლის 20 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე შედგება. ghn.ge |
|