|
12-01-2011, 01:50
12 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უსინათლოთა და მცირე მხედველთა საბიბლიოთეკო მომსახურების ცენტრის აუდიოწიგნების ჩამწერი სტუდია ”ექოს” პრეზენტაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, სტუდია განკუთვნილია ბიბლიოთეკაში აუდიოფონდის შექმნისათვის, სადაც ჩაიწერება აუდიოსახელმძღვანელოები, სამეცნიერო ნაშრომები, ლექციები, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა და სხვა. ამ სტუდიის შექმნის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს უნარშეზღუდული ადამიანების რეალიზებას საზოგადოებაში. |
|