ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
13-01-2011, 02:31
13 იანვარს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის,ჯეიმს ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. ჯოისი 1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიაში, ციურიხში, როტენ კროიცის შვესტერჰაუზში გარდაიცვალა.

ჯოისის ყველაზე გახმაურებული რომანია "ულისე და ნოველა "ფინეგანის სამძიმარი", მოკლე ნოველების კრებული "დუბლინელები" და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას". მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს - ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.

ჯეიმს ავგუსტინ ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს ირლანდიაში, დუბლინის გარეუბან რეთგერში, კათოლიკეთა ოჯახში დაიბადა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან იყო. ჯოისის მამა და პაპა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმსის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმსს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში დიდი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე - ძაღლებისადმი შიშის სინდრომი ჩამოუყალიბდა. ჯეიმსს ასევე ეშინოდა გრუხუნის. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს.

1981 წელს ჯოისმა დაწერა პოემა "Et Tu Healy" ჩარლზ სტიუარტ პარნელის გარდაცვალების პატივსაგებად. ჯოისის მამას არ მოწონდა პარნელი, მისი კათოლიკურ ეკლესიაზე დამოკიდებულებითა და ირლანდიის ჰოუმრულის ინიციატივის ჩავარდნის გამო. უფროსმა ჯოისმა დაბეჭდა პოემა და პროტესტის ნიშნად გაგზავნა ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იმავე წლის ნოემბერში ჯონ ჯოისი ოფიციალურად გაკოტრდა, ხოლო 1893 წელს ჩამოართვეს სახელმწიფო პენსია, რამაც ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები წარმოშვა.სტრესის ნიადაგზე ჯონ ჯოისს სასმელისადმი მიდრეკილება ჩამოუყალიბდა.

ჯეიმს ჯოისმა 1888 წელს ჩააბარა გამოცდები კლონგოუს-ვუდის კოლეჯში. 1892 წელს, მას შემდეგ, რაც მამა ვეღარ ეხმარებოდა სწავლის ღირებულების გადახდაში, იძულებული გახდა, დაენებებინა კოლეჯში სწავლისთვის თავი. თუმცა აქტიურ თვითგანათლებას ეწეოდა შინ, ო'კონელის სკოლის სისტემით. 1893 წელს შესთავაზეს ადგილი დუბლინის იეზუიტთა სკოლაში, ბელვედერ-კოლეჯში. შეთავაზება დამყარებული იყო მკაცრ მოთხოვნებზე, დამორჩილებოდა სკოლის კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი იძულებული გახდა, უარეყო კათოლიციზმი 16 წლის ასაკში, თომა აქვინელის ფილოსოფია მაინც დარჩა მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრების მეგზურად.

ჯეიმსმა 1898 წელს ჩააბარა დუბლინის ახლად შექმნილ კოლეჯში (University College Dublin (UCD), თანამედროვე ენების ფაკულტეტზე, კერძოდ კი ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების განხრით. ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობდა თეატრალური და ლიტერატურული წრეების მუშაობაში. რევიუ ჰენრიკ იბსენის "ახალი დრამის" შესახებ იყო ჯოისის პირველი ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 1900 წელს და თავად ნორვეგიელი დრამატურგის მადლობა დაიმსახურა. ჯოისმა ამ პერიოდში დაწერა რამდენიმე სხვა სტატია და სავარაუდოდ, ორი პიესა(რომლებიც არ შემონახულა). ბევრი მეგობარი, რომლებიც ჯოისმა გაიჩინა დუბლინის უნვიერსიტეტში სწავლისას, შემდგომში გახდნენ მისი ნაწარმოებების მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. ჯოისი იყო დუბლინის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ისტორიის საზოგადოების აქტიური წევრი. 1900 წელს მან საზოგადოების ერთ-ერთ შეკრებაზე წარმოადგინა "დრამა და ცხოვრება".

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, ჯოისმა დატოვა დუბლინი და მედიცინის შესასწავლად გაემგზავრა პარიზში. თუმცა სინამდვილეში ფულის ფლანგვის მეტს არაფერს აკეთებდა. რამდენიმე თვის შემდეგ დედის ავადმყოფობა გაიგო და დაბრუნდა ირლანდიაში. დედა ცდილობდა, ეზიარებინა ვაჟი, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ ჯოისის დედა, რომელიც მუხლმოყრილი ლოცულობდა შვილის სულის გადასარჩენად, ჩავარდა კომაში და გარდაიცვალა 13 აგვისტოს. დედის გარდაცვალების შემდეგ ჯოისმა მოუხშირა სმას, რამაც სახლში გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა. ჯეიმსი თავს ირჩენდა წიგნების რევიუირებით, კერძო გაკვეთილებით და ასწავლიდა სიმღერას. მისმა ერთ ერთმა მოსწავლემ 1904 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში.

1904 წლის 7 იანვარს ჯოისი ეცადა, გამოექვეყნებინა „ახალგაზრდა ხელოვანის პოტრეტი“ - ესე, მაგრამ ჟურნალმა „დანამ“ უარი განაცხადა. ჯოისმა თავისი 22-ე დაბადების დღისთვის გადაწყვიტა, ესე განეახლებინა, ექცია რომანად და ახალი ვერსიისთვის "სტივენ ჰეროუ"დაერქმია. თუმცა ჯოისს ეს ნაწარმოები ორიგინალური სახელწოდებით არასოდეს გამოუქვეყნებია. იმ წელიწადს ჯოისი შეხვდა ნორა ბენაქლს, ახალგაზრდა გოგონას გალვეიდან, რომელიც მუშაობდა დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში. 1904 წლის 16 ივნისს ჯოისი და ნორა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პაემანზე. სწორედ ეს დღე გახდა ”ულისეში” აღწერილი დღის თარიღი.

რამდენიმე ხნის განმავლობაში ჯოისი დარჩა დუბლინში , თუმცა ძალიან მოუმატა სმას. ერთ დღეს მთვრალი ჯეიმსი სკანდალის მიზეზი გახდა, რომლისგანაც მამამისის შორეულმა ნაცნობმა ალფრედ ჰანთერმა იხსნა და საკუთარ სახლში შეიკედლა. ჰანთერი იყო ებრაელი, ჰყავდა მოღალატე მეუღლე. სწორედ იგი გახდა ულისეს პერსონაჟის, ლეოპოლდ ბლუმის პროტოტიპი. ჯოისი დაუახლოვდა ოლივერ ჯონ გოგართს, ულისეს პერსონაჟ ბაკ მალიგანის პროტოტიპს. მწერალმა გოგართის ციხესიმაგრეში 6 ღამე გაატარა, რაც დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჯოისის მიმართულებით გასროლით. ჯეიმსი იმავე ღამეს დაბრუნდა დუბლინში. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მწერალმა კუნძული დატოვა და კონტინენტზე ნორასთან ერთად გაემგზავრა.

ჯოისი და ნორა გაემგზავრნენ ციურხში, სადაც, სავარაუდოდ, ჯოისმა დაიწყო მუშაობა ბერლიცის ენათა ინსტიტუტში, ინგლისელი აგენტის დახმარებით. სკოლის დირექტორმა გაგზავნა იგი ტრიესტში (რომელიც იმ დროისთვის იყო ავსტრია-უნგრეთის ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდე, ამჟამად არის იტალიის სახეწლმწიფოს შემადგენლობაში). ტრიესტის ბერლიცის სკოლის დირექტორ ალმიდანო ალტიფონის დახმარებით, ჯოისმა დაიწყო მუშაობა მასწავლებლად პულაში (რომელიც იმჟამად ასევე იყო ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში, დღესდღეობით არის კროაციის სახელმწიფოს შემადგენლობაში). ასწავლიდა ინგლისურ ენას ავსტრიელ-უნგრელ სახმელეთო ოფიცრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ პულაში 1904 წლის ოქტომბრიდან 1905 წლის მარტამდე. მოგვიანებით, კვლავ არტიფონის დახმარებით, ჯოისი გადავიდა ტრიესტში და იქ დაიწყო მუშაობა ინგლისური ენის მასწავლებლად, სადაც შემდგომი 10 წელიწადს მოღვაწეობდა.

იმავე წელს ნორასა და ჯეიმსს შეეძინათ პირველი ვაჟი ჯორჯიო. ჯოისმა მიმართა თავის ძმას, სტანისლავს, საცხოვრებლად გადასულიყო ტრიესტში და უშოვა ადგილი ინგლისური ენის მასწავლებლად ადგილობრივ სკოლაში. ფაქტობრივად, მან შესთავაზა ძმას უფრო საინტერესო სამსახური, ვიდრე კლერკად მუშაობა დუბლინში, მაგრამ სინამდვილეში ჯეიმსი ცდილობდა გაეზარდა თავისი ოჯახის შცირე შემოსავალი ძმის ახალი სამსახურით. სტანისლავსა და ჯეიმსს ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ტრიესტში ცხოვრობდნენ, თუმცა მწერალი კვლავ განუწყვეტლივ სვამდა და ხშირად არაორდინალურად იქცეოდა.

1906 წელს, მას შემდეგ რაც ჯოისმა დააგროვა საკმაო კაპიტალი ტრიესტრში მოღვაწეობის შედეგად, ქრონიკულად ახლის ძიებით შეპყრობილი, გაემგზავრა რომში, ვინაიდან მისთვის მოსაწყენი გახდა ტრიესტრში ცხოვრება. იმავე წელს ზაფხულში ჯოისსა და ნორას შეეძინათ ქალიშვილი ლუცია ჯოისი.

ჯოისი დაბრუნდა დუბლინში 1909 წლის ზაფხულში შვილთან ერთად, რათა მოენახულებინა მამამისი და გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა დუბლინელების გამოსაქვეყნებლად. მან მოინახულა ნორას ოჯახიც გალვეიში. ჯოისმა გადაწყვიტა, თან წაეყვანა თავისი ერთ-ერთი და ევა, რათა ნორას საოჯახო საქმეების მოგვარებაში დახმარებოდა. ჯოისმა მხოლოდ ერთი თვე გაატარა ტრიესტში, ვიდრე უკან დაბრუნდებოდა დუბლინში, მაგრამ ამჟამად ახალი შემართებით, რომ დაეარსებინა ადგილობრივი კინომატოგრაფია დუბლინში. წამოწყება მეტად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯოისმა მიატოვა დუბლინი, საქმე ცუდად დასრულდა. ჯოისმა თან წაიყვანა თავისი მეორე და აილინი. ევამ მიატოვა ტრიესტი 1910 წელს, აილინი კი დარჩა კონტინენტზე და დაქორწინდა კიდეც ჩეხ ბანკირ ფრანტიჩეკ შურეკზე.

ჯოისი დაბრუნდა დუბლინში 1912 წლის ზაფხულში, ჯორჯ რობერთან ერთწლიანი დავის შემდეგ, თავისი ნოველის დუბლინელების დაბეჭდვის გამო. მისი მოგზაურობა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. ტრიესტში დაბრუნების შემდეგ ჯოისმა დაწერა პოემა Gas from a Burner რობერტთან პროტესტის მიმართებაში. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა ირლანდიაში, მას შემდეგ, მიუხედავად ჯონ ჯოისისა და ახალგაზრდა ირლანდიელი მწერლის, ვილიამ ბათლერ იეთსის გამუდმებული ხვეწნისა, იგი ახლოს არ გაჰკარებია დუბლინს.

ჯოისმა დააბანდა ბლომად ფული, რათა გამხდარიყო კინემატოგრაფიის ბიზნესმაგნატი დუბლინში. მისი შემოსავალი იყო ბერლიტსის სკოლიდან აღებული თანხა და კერძო გაკვეთილების საზღაური. სწორედ ამ კერძო გაკვეთილების გამოისობით გაჩენილი ნაცნობობების წრე მომავალში მას მეტად დაეხმარა ავტრია-უნგერთის კონფლიქტის დროს, აგრეთვე 1915 წელს შვეიცარიაში.

ჯოისის ერთ-ერთი სტუდენტი ტრიესტში იყო ეტორე შმიცი, ცნობილი ფსევდონიმით იტალო სვევო, რომელიც შემდგომში ჯოისის ახლო მეგობარი გახდა. შმიცი ებრაული ძირის მქონე კათოლიკე, ლეოპოლდ ბლუმის შესანიშნავი მაგალითია. მასალა იუდაიზმის შესახებ, რომელიც ჯოისმა მიაწოდა მკითხველს „ულისეში“, ფაქტობრივად, არის შმიცის საპასუხო კორესპონდენცია ჯოისისადმი. ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა კონტინენტზე, ირლანდიისგან მოშორებით. სწორედ ტრიესტში გაუჩნდა ჯოისს თვალების პრობლემა და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.
1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ჯოისი, როგორც წარმომავლობით ბრიტანელი, გაერიდა ავსტრია-უნგრეთს და საცხოვრებლად გადავიდა შვეიცარიაში. იქ შეხვდა თავის მეგობარს ფრანკ ბურგენს, რომლის აზრიც ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯოისისთვის შემდგომში „ულისეს“ წერისას. აქვე გაიცნო ეზრა პაუნდი. მან ჯოისი წარუდგინა ჰარიეტ შოუ ვეივერს, გამომცემელს, რომელიც შემდგომი 25 წლის განმავლობაში გახდა ჯოისის მრჩეველი და „პატრონი“. ომის შემდგომ ჯოისი დაბრუნდა ტრიესტში. ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრიესტი. 1920 წელს, ეზრა პაუნდის მიწვევითა და რჩევით, ჯოისი გადავიდა საცხოვრებლად პარიზში, სადაც შემდგომი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ჯოისი ხშირად მოგზაურობდა შვეიცარიაში, თვალის ოპერაციებისა და ასევე ლუჩიას გამო, რომელიც, როგორც ჯოისი ამტკიცებს, დაავადებული იყო შიზოფრენიით.

პარიზში ცხოვრების დროს ჯოისს პატრნობოდნენ მარია და ევგენი ჯოლები, ვიდრე იგი დაასრულებდა მუშაობას "ფინეგანის სამძიმარზე". რომ არა მათი დიდი თანადგომა, ჯოისი ალბათ ვერც შეძლებდა ამ წიგნის დასრულებას. ჟურნალი ტრანზიშენი ინგლ."transition" სერიულად აქვეყნებდა მოკლე ნაწყვეტებს ამ ნაწარმოებიდან სათაურით: "ნაწარმოები მუშაობის პროცესშია".

ჯოისი ციურიხში 1941 წელს დაბრუნდა. 1941 წლის 11 იანვარს თვალის მორიგი ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდგომ კომაში ჩავარდა და მხოლოდ 1941 წლის 13 იანვრის ღამის ორ საათზე, ორი დღის შემდგომ, მოვიდა გონს. მისი პირველი მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ დაჰკავშირებოდნენ მისი ოჯახის წევრებს, ვიდრე კვლავ დაკარგავდა გონებას. ოჯახმა ჯოისს ვერ მოუსწრო, ვინაიდან ის 15 წუთში გარდაიცვალა.

ჯეიმზ ჯოისი 58 წლის ასაკში პერიტონიტული გლაუკომით გარდაიცვალა. დაკრძალეს ციურხში, ფლუნტერნის სასაფლაოზე, ციურიხის ზოოპარკთან. ნორა ჯოისმა ირლანდიის მთავრობას მიმართა თხოვნით, მისი მეუღლის ცხედარი ირლანდიაში გადაესვენებინათ, თუმცა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ნორა გარდაიცვალა 1951 წელს. დაკრძალულია ჯოისის გვერდით. ჯეიმსის გვერდით დაკრძალულია მისი შვილი ჯორჯიოც, რომელიც 1976 წელს გარდაიცვალა. ჯეიმზ ჯოისის დაკრძალვაზე შვეიცარიელმა ტენორმა მაქს მეილსმა შეასრულა სიმღერა Addio terra, addio cielo კლაუდიო მონტევერდის ოპერიდან „ორფეოსი“.

ჯოისის ნაწარმოებებში მნიშვნელოვნად იგრძნობა მისი ირლანდიური წარმომავლობა. ერთ-ერთი ადრეული მოთხრობების კრებულში („დუბლინელები“) აღწერილია დუბლინელი საზოგადოების დეგრადაცია და პარალიზება. 1987 დირექტორმა ჯონ ჰასტონმა გადაიღო ფილმი „განსვენებულნი“ რომელიც სწორედ „დუბლინელების“ ბოლო მოთხრობის კინოინტერპრეტაცია იყო.

"ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" არის "გმირი სტივენის" ნოველის ხელახლა შექმნილი მოთხრობა. ორიგინალი ნოველისა "გმირი სტივენი" ჯოისმა გაანადგურა ნორასთან კამათის შემდგომ, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, არ გამოექვეყნებინა ეს ნოველა. ქიუნსთლერრომანი (გერმ.Künstlerroman) , მოთხრობა, რომელიც ემყარება ხელოვანის პიროვნული თვითშემეცნების განვითარებას, გამოხატავს თავად ჯოისის სახეს მისი მთავარი მოქმედი პერსონაჟის სტივენ დედალუსის სახით..

მიუხედავად ჯოისის დიდი თაყვანისცემისა თეატრის მიმართ, მან მხოლოდ ერთადერთი პიესა დაწერა, სახელწოდებით „დევნილნი“. ნაწარმოები ასახავს ცოლქმრული ურთიერთობის სხვადასხვა სცენას. მკაფიოდ იგრძნობა რომ იგი შეიქმნა მოთხრობა „გარდაცვლილნის“ (ბოლო მოთხრობა „დუბლინელებიდან“) დასრულების შემდეგ და წინ უსწრებდა „ულისეს“. „ულისეს“ შექმნა ჯოისმა სწორედ პიესაზე მუშაობის დროს დაიწყო.

ჯოისმა 1904 წელს გამოაქვეყნა პირველი სატირული ხასიათის პოეზიის კრებული, სადაც თავს იწონებდა, როგორც კელტური აღორძინების ხანის ლიდერი. მისი კრებული "კამერული მუსიკა" შეიცავდა 36 მოკლე ლირიკულ ლექსს. ამ პუბლიკაციამ იგი ჩართო "იმიჯისტების ანთოლოგიაში", რომელსაც აქვეყნებდა ჯოისის ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი ეზრა პაუნდი. ჯოისმა მოგვიანებით გამოაქვეყნა პოეზიის სხვა ნიმუშები: Gas From A Burner (1912 წ.), Pomes Penyeach (1927 წ) "Ecce Puer" (1932 წ, მიუძღვნა შვილიშვილის დაბადებას და მამის გარდაცვალებას).

1906 წელს ჯოისმა დაიწყო მუშაობა „ულისეზე“. თავიდან არ ჰქონდა დაგეგმილი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ნაწარმოებში, მაგრამ გამოკვეთილი ჰყავდა პერსონაჟი ლეოპოლდ ბლუმი და მისდევდა 1914 წლის ქრონოლოგიურ მოვლენებს. ნაწარმოებზე მუშაობა დაასრულა 1921 წელს. კიდევ სამი თვე დაჭირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ დაესრულებინა „ულისე“. ეს თარიღი დაემთხვა მისი 40 წლის იუბლეს, 1922 წლის 2 თებერვალს.

„ულისე“, რომლის 600 გვერდი დათმობილი აქვს დუბლინელი ებრაელის, ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის ისტორიას (16 ივნისი, 1904), იმდენად ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ თავად ავტორის მტკიცებით, წიგნზე დაყრდნობით ადვილი შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული დუბლინის აღდგენა, მისი დანგრევის შემთხვევაში. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც „ბლუმსდეი“ (Bloomsday). ეზრა პაუნდის დამსახურებით, ნოველის მოკლე ნაწყვეტების სერიული პუბლიკაცია, სახელწოდებით "მცირე მიმოხილვა" ჯერ კიდევ 1918 წელს დაიწყო.
 
 

ასევე:

  • ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა
  • ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა
  • გერმანიაში თომას მანის იუბილეს აღნიშნავენ
  • ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა
  • უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge