ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
21-01-2011, 00:18
21 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის (ისმაიტელყოფილის) ხსენების დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი აბო თბილელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და ეწამა.

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

აბო არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში გაჰყვა. იგი უმადლოდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ქართლში დაბრუნებულიყო. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტეისისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაჱთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა ნეტარმა".

სამ წელიწადს მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. არაბებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს. მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა უპასუხა: "მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა".

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს, მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. წმინდანი მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ.
 
 

ასევე:

  • ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • დღეს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge