|
3-02-2011, 22:33
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
2011 წელს სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან.
ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100%, 70%, 50% და 30%-პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს.
სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი და სპეციალობების სრული ნუსხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული და მოცემულია აბიტურიენტთათვის გამოცემულ ცნობარში. mes.gov.ge |
|