დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევ კონკურსს დაესწრო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევ კონკურსს დაესწრო სტუ
19-02-2011, 16:52
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის შედეგად ის IT სპეცილისტები შეირჩევიან, რომლებიც 2011 წლის საატესტატო გამოცდების ჩატარებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ.

როგორც ცნობილია, 2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გამართული ინტერნეტმომსახურება, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

2011 წლის 10 იანვრიდან 2011 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით 1500-მდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია, მათგან შერჩეული კანდიდატები ჯერ ტესირებას გაივლიან, შემდეგ - გასაუბრებას. შერჩეული სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს სკოლებში განაწილდებიან, სამინისტროს დახმარებით სკოლებში შესაბამის ინფრასტრუქტურას მოაწყობენ და საატესტატო გამოცდების კომპიუტერების მეშვეობით ჩატარებას უზრუნველყოფენ.

ტესტირება უკვე გაიარა თბილისის მასშტაბით შერჩეულმა კონკურსანტებმა. 2011 წლის 19 და 20 თებერვალს ტესტირებას რეგიონებიდან შერჩეული კანდიდატები გადიან. საბოლოოდ, კონკურსის წესით შერჩეული რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.
 
 

ასევე:

  • მინისტრი გამოცდებს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან აკვირდება
  • დღეს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება
  • საატესტატო გამოცდები დაიწყო
  • საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა
  • ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge