მინისტრი გამოცდებს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან აკვირდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მინისტრი გამოცდებს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან აკვირდება სიახლე
23-05-2011, 22:23
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების მიმდინარეობას სკოლების გარდა, სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიოგამოსახულების საშუალებით აკვირდება.

ცენტრალური სერვერი, სადაც თავს იყრის მთელს საქართველოში მიმდინარე გამოცდების შესახებ ინფორმაცია, სრულიად გამართულად მუშაობს და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ დაფიქსირებულა. სამინისტროს ძალისხმევით, ცენტრელური სერვერი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დამკვირვებლები საგამოცდო ცენტრში შექმნილ ნებისმიერ შეფერხებაზე ინფორმაციას მომენტალურად იღებენ.

გამოცდების წარმატებით ჩატარებისთვის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გამართულია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ინტერნეტმომსახურება. საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის კონკურსის წესით არიან შერჩეულნი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები. გარდა იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით ისინი მეთვალყურეობას ყველა სკოლას უწევენ, გამოცდების მიმდინარეობას ისინი სამინისტროში მოქმედი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრიდანაც აკვირდებიან.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევ კონკურსს დაესწრო
  • გამოცდის პირველი დღე წარმატებული იყო
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობით დაინტერესდა
  • საატესტატო გამოცდები დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge