გამოცდის პირველი დღე წარმატებული იყო » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოცდის პირველი დღე წარმატებული იყო სიახლე
24-05-2011, 21:40
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 24 მაისს საატესტატო გამოცდების პირველი დღის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მეთორმეტეკლასელთა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. პროცესი ყველგან სტაბილურად, შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე წარიმართა. სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიოგამოსახულების საშუალებით გამოცდის მიმდინარეობა მუდმივად კონტროლდებოდა, რაც ყოველგვარი შესაძლო ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის საშუალებას იძლეოდა.

გამოცდის პირველი დღე წარმატებული იყო. რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას დავალებებისა და საგამოცდო პროცესის მიმართ, მათი შეფასებით, დავალებები ადვილად დასაძლევი იყო, ხოლო შექმნილი გარემო მოსწავლეებს ხელს უწყობდა, ცოდნის მაქსიმუმი გამოევლინათ.

მინისტრის განცხადებით, მოსწავლეთა 20%-ზე მეტმა საგნის ცოდნის მაღალი დონე აჩვენა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ თუ მოსწავლე ობიექტური მიზეზით ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მას საშუალება ექნება, 2-3 ივნისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბაროს კონკრეტული გამოტოვებული საგნის გამოცდა. გამოცდის ჩაბარების საშუალება ექნებათ 4-11 ივნისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მსჯავრდებულებს და იმ მოსწავლეებს, რომლებიც FLEX-ის პროგრამით ბოლო ერთ წელიწადს აშშ-ში იმყოფებოდნენ.
 
 

ასევე:

  • პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობით დაინტერესდა
  • მინისტრი გამოცდებს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან აკვირდება
  • საატესტატო გამოცდები დასრულდა
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge