დღეს ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
23-02-2011, 00:11
დღეს, 23 თებერვალს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბრიტანეთში დაცული დღემდე უცნობი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების პრეზენტაცია გაიმართება.

სასულიერო აკადემიის სტუდენტი დავით ჩანადირი მივლინებით იმყოფებოდა ინგლისში, სადაც გაეცნო ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში დაცულ ქართულ ხელნაწერებს; გადაიღო კემბრიჯის ყველა ქართული ნუსხა და ოქსფორდის ხელნაწერთა ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ფოტოპირები აქამდე არ იყო საქართველოში.

კემბრიჯის უნივერსიტეტში დაცულია 11 ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ხელნაწერები უნივერსიტეტმა 1876 წელს შეიძინა გერმანელი კოლექციონერის, ტიშდორფისგან. აღნიშნული ნუსხები ქართველი მეცნიერებისთვის არ იყო ცნობილი. ამ მივლინების შემდეგ ინფორმაცია შეივსო და დაზუსტდა.

ზემოაღნიშნულ ხელნაწერთა ფოტოასლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.
 
 

ასევე:

  • ხელნაწერთა ცენტრს ირანში დაცულ ქართულ ხელნაწერთა ასლები გადაეცემა
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • ხელნაწერთა ცენტრში "თეთრი გიორგის" წყაროებზე მოხსენებას მოისმენენ
  • საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა" ოფიციალურად გაიხსნა
  • ხელნაწერთა ცენტრში რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის განვითარებაზე იმსჯელებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge