|
1-03-2011, 01:42
1-ელ მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკულ სწავლებას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 19 ნოემბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ.
მემორანდუმის მიზანია იურიდიული განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარება და შემდგომი გაღრმავება. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებსაც მიეცემათ სანოტარო ბიუროებში სასწავლო პრაქტიკის გავლის საშუალება. |
|