ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს სტუ
4-05-2011, 23:56
ხვალ, 5 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს.

ხოფერია სტუ-ის სტუდენტებს სერთიფიკატებს ნოტარიუსთა პალატაში გადასცემს (წერეთლის გამზ. №142, სამთო ქიმიის შენობა, IV სართ.).

სტუ-ის სტუდენტებმა ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირება გაიარეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი 2010 წლის 19 ნოემბერს გააფორმეს . მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში 1-ელ მარტს დაიწყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეულმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ორთვიანი პრაქტიკული კურსი გაიარეს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნოტარიუსთა პალატამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველეყო სტუდენტთა პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში. აგრეთვე, სისტემატურად მოეწყო შეხვედრები და სემინარები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გაეცნო მათთვის სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები. როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ აღნიშნა, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში ეხმარება, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
 
 

ასევე:

  • სტუ-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • ნინო ხოფერიამ სტუ-ის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა
  • ნოტარიუსთა პალატა სტუ-ის სტუდენტებისთვის სწავლებას ჩაატარებს
  • სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში სიგელები გადასცეს
  • საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge