8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ---
8-03-2011, 21:52
დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 8 მარტი არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.

პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო ნიუ-იორკიში, 1911 წელს Triangle Shirtwaist-ის საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო.

ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.
 
 

ასევე:

  • დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა
  • საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • თემაზე “ქალები და 21-ე საუკუნე” კონფერენცია ტარდება
  • ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ღონისძიება გამართეს
  • დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით სტუ-ში ღონისძიებები ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge