დიდი ქართველი მათემატიკოსი სერგო თოფურია გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიდი ქართველი მათემატიკოსი სერგო თოფურია გარდაიცვალა სტუ
18-03-2011, 14:10
15 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი სერგო თოფურია.

თოფურია 1931 წლის 27 დეკემბერს მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა მარტვილის საშუალო სკოლა, 1953 წელს - სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1958 წელს - ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1954-1956 წლებში იყო № 14246 სამხედრო ნაწილის კურსანტი, შემდეგ საზენიტო არტილერიის ქვემეხის მეთაური (კარპატები, ლუცკ-როვნო). 1959 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი) გახდა, 1961 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება (მოსკოვის უმაღლესი საატესტაციო კომისია), 1973 წელს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი), 1976 წელს კი - პროფესორის (მოსკოვის უმაღლესი საატესტაციო კომისია). 1987 წელს მიაიჭეს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. იყო მარტვილის საპატიო მოქალაქე.

სერგო თოფურია ნაშრომთა სრული სია მოიცავს 110-ზე მეტ დასახელებას. მათ შორის 3 მონოგრაფია (ორი რუსულ და ერთი ინგლისურ ენაზე), 17 სახელმძღვანელო და 24 დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება; თოფურია იყო 14 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.

1958-1960 წლებში სერგო თოფურია მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, 1960-1966 წლებში იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე, 1966-1967 წლებში - სპი-ს უმაღლესი მათემატიკის # 3 კათედრის დოცენტი, 1967-2007 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის # 63 კათედრის გამგე, 2007 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - მათემატიკის დეპარტამენტის მათემატიკური ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელი.

1977-1990 წლებში თოფურია იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი, თითქმის ყველა თათბირის მონაწილე, რომელიც ტარდებოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში;
1978 და 1985 წლებში მონაწილეობდა ქ. მოსკოვსა და ქ. ომსკში ჩატარებულ ზოგადი და სპეციალური მათემატიკის კათედრების გამგეების თათბირ-სემინარებში, სადაც იხილებოდა საკითხი უმაღლესი განათლების პრობლემების შესახებ; 1967-2006წლებში იყო სტუ-ის პროფესორთა და სამეცნიერო საბჭოების წევრი, 1976-2006 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული PL.M. 01.06 # 6-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი, 1981-1990 წლებში - სპი-ს შრომათა კრებულის “მათემატიკური ანალიზის” მთავარი რედაქტორი; 1990 წლიდან სტუ-ის შრომათა კრებულის რედკოლეგიის წევრი;1996-1999 წლებში თოფურია იყო სოროსის საგანმანათლებლო ჟურნალის საექსპერტო საბჭოს, 1994 წლიდან კი საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

სერგო თოფურიას მიღებული აქვს მრავალი დიპლომი, საპატიო სიგელი და მედალი, მათ შორის: 1961 წელს - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, 1998 წელს - ღირსების ორდენი, 2002 წელს - გიორგი ნიკოლაძის მედალი, 1987 წელს - საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია სახელმძღვანელოებისთვის, 1990 საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია მონოგრაფიისთვის, 1996-1999 “სოროსის პროფესორის~ წოდება და გრანტი.

სერგო თოფურია, როგორც ორგკომიტეტის წევრი და მომხსენებელი, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო, რესპუბლიკური კონფერენციასა და სიმპოზიუმში, მათ შორისაა: 1979 წ. - საბჭოთაკავშირ-ჩეხოსლოვაკიის მათემატიკოსთა VI თათბირი: “ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის მეთოდების გამოყენება მათემატიკური ფიზიკის განტოლებებსა და გამოთვლით მათემატიკაში”, ქ. სმოლენიცა (ჩეხოსლოვაკია); 1981 წ. - საერთაშორისო კონფერენცია “ფუნქციათა კონსტრუქციულ თეორიაში”, ქ. ვარნა (ბულგარეთი); 1981 წელს - საერთაშორისო კონფერენცია “დიფერენციალური განტოლებები და მისი გამოყენება”, ქ. ბრატისლავა (ჩეხოსლოვაკია); 1983 წ. - საერთაშორისო კონფერენცია “ფუნქციათა მიახლოების თეორიაში”, ქ. კიევი; 1984 წ. - საერთაშორისო კონფერენცია “ფუნქციათა კონსტრუქციულ თეორიაში”, ქ. ვარნა (ბულგარეთი); 1984 წ. - საერთაშორისო კონფერენცია “გამოყენებით მათემატიკაში”, ქ. ბრატისლავა (ჩეხოსლოვაკია); 1985 წ. - საკავშირო კონფერენცია “ფუნქციათა თეორიაში” მიძღვნილი აკადემიკოს ს. ნიკოლსკის 80 წლისადმი, ქ. დნეპროპეტროვსკი; 1987 წ. - საერთაშორისო კონფერენცია “ფუნქციათა კონსტრუქციულ თეორიაში”, ქ. ვარნა (ბულგარეთი); 1995 წ. - საერთაშორისო კონფერენცია “ფუნქციონალური სივრცეები, მიახლოებათა თეორია, არაწრფივი ანალიზი”, მიძღვნილი აკადემიკოს ს. ნიკოლსკის 90 წლისთავისადმი, ქ. მოსკოვი; 1978 წ. - კავკასიის ზონის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილო-კავკასია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მათემატიკის კათედრათა გამგეებისა და მათემატიკის წამყვანი მასწავლებლების სამეცნიერო-მეთოდური თათბირ-სემინარის მომხსენებელი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ქ. ბაქო; 1982 წ. - კავკასიის ზონის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილო-კავკასია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მათემატიკის კათედრათა გამგეებისა და მათემატიკის წამყვანი მასწავლებლების სამეცნიერო-მეთოდური თათბირ-სემინარის მომხსენებელი დასაორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ქ. როსტოვი; 1982 წ. - ამიერკავკასიის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, ქ. ერევანი; 1984 წ. - ამიერკავკასიის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, ქ. თბილისი; 1980-2007 წლებში ხელმძღვანელობდა სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კონფერენციების მათემატიკისა და მექანიკის სექციას.

სერგო თოფურიას გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები:
1. მათემატიკა, I ნაწილი (ალგებრა და ანალიზის საწყისები), 35,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1983 (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
2. მათემატიკა, II ნაწილი (გეომეტრია). 27,5 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1985 (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
3. მათემატიკა, I ნაწილი (ალგებრა და ანალიზის საწყისები). მეორე გადამუშავებული გამოცემა, 35,5 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1987. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
4. მათემატიკა, II ნაწილი (გეომეტრია). მეორე გადამუშავებული გამოცემა, 30,5 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1987 (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
5. უმაღლესი მათემატიკა (წრფივი ალგებრისა და ანალიზური გეომეტრიის ელემენტები), 32,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1988 (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
6. უმაღლესი მათემატიკა (ერთი ცვლადის ფუნქციის დიფერენციალური აღრიცხვა), 23,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1989. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
7. მათემატიკა, I ნაწილი (ალგებრა და ანალიზის საწყისები), მესამე გადამუშავებული გამოცემა, 49,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი 1991 (ს. თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
8. მათემატიკა, II ნაწილი (გეომეტრია), მესამე გადამუშავებული გამოცემა, 35,5 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1991. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
9. უმაღლესი მათემატიკა (მრავალი ცვლადის ფუნქციის დიფერენციალური აღრიცხვა, ერთი ცვლადის ფუნქციის ინტეგრალური აღრიცხვა, დიფერენციალური განტოლებები), 43,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1991. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
10.უმაღლესი მათემატიკა (ჯერადი ინტეგრალები, მწკრივები, კომპლექსური ცვლადის ფუნქციები), 43,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1993. (ს.თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
11. უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული, ნაწილი I, 14,25 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1996 (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, ნ. მაჭარაშვილი);
12. უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული, ნაწილი II, 18,8 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1997. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, მ. მაჭარაშვილი);
13. უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული, ნაწილი III, 15,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1997. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, ნ. მაჭარაშვილი);
14. გამოთვლითი მათემატიკა, მეოთხე გადამუშავებული გამოცემა, 10,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 1999. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
15. უმაღლესი მათემატიკის კურსი, ნაწილი I, 31,5 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2002 (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, ნ. მაჭარაშვილი);
16. უმაღლესი მათემატიკა, 34,125 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2007. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, ნ. მაჭარაშვილი);
17. უმაღლესი მათემატიკის მოკლე კურსი, 32,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2009. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი);

დამხმარე სახელმძღვანელოები:
1. ოპერაციული აღრიცხვა და მისი ზოგიერთი გამოყენება, 5,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1978. (ს. თოფურია, ა.კვალიაშვილი);
2. ამოცანათა კრებული კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, 8,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1978. (ს.თოფურია, ა.კვალიაშვილი);
3. ტიპიური ამოცანებისა და მაგალითების კრებული მათემატიკაში, 12,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1978. (ს.თოფურია, დ. ავაზაშვილი);
4. კომპლექსური რიცხვები და ნამდვილი ცვლადის კომპლექსური ფუნქციები, 5,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1979. (ს. თოფურია, ი. ჩახტაური);
5. მათემატიკის ამოცანათა კრებული უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელ-თათვის, 20,0 – ნაბეჭდი თაბახი, თბილისის სახ. უნივერსიტეტი,თბილისი, 1979. (ს. თოფურია, დ. ავაზაშვილი);
6. მათემატიკის ამოცანათა კრებული უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელ-თათვის, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 20,0 – ნაბეჭდი თაბახი, თბილისის სახ. უნივერსიტეტი, თბილისი, 1980. (ს. თოფურია, დ. ავაზაშვილი);
7. გამოთვლითი მათემატიკა, 10,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1981. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
8. მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის ელემენტები, 5,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი 1982. (ს. თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
9. კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ოპერაციული აღრიცხვის ელემენტები, 10 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1982. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
10. მეთოდური მითითებები და სავარჯიშოები წერითი გამოცდისათვის მათემატიკაში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შემსვლელთათვის, 5,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1983. (ს.თოფურია, დ. ავაზაშვილი);
11. მეთოდური მითითებები და სავარჯიშოები ზეპირი გამოცდისათვის მათემატიკაში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შემსვლელთათვის, 5 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1983. (ს.თოფურია, დ. ავაზაშვილი);
12. წრფივი ალგებრისა და ანალიზური გეომეტრიის ელემენტები, 9,25 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1984. (ს.თოფურია, ნ. მაჭარაშვილი);
13. გამოთვლითი მათემატიკა, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 9,5 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1985. (ს.თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
14. მათემატიკის ამოცანათა კრებული, 40,0 – ნაბეჭდი თაბახი, განათლება, თბილისი, 1986. (ს. თოფურია, დ. ავაზაშვილი);
15. გამოთვლითი მათემატიკა, მესამე გადამუშავებული გამოცემა, 9,75 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისი, 1990. (ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
16. ტესტების კრებული მათემატიკაში, 21,5 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2004. (ს. თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
17. ტესტების კრებული მათემატიკაში, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 19,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2005. (ს. თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
18. მათემატიკა, I ნაწილი (ალგებრა და ანალიზის საწყისები), მეოთხე გადამუშავებული გამოცემა, 31,5 –ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2006. (ს. თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
19. ტესტებისა და ამოცანების კრებული მათემატიკაში, 21,0 – ნაბეჭდი თაბახი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2006. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
20. მათემატიკა, II ნაწილი (გეომეტრია), მეოთხე გადამუშავებული გამოცემა, 24,0 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2006. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
21. ტესტებისა და ამოცანების კრებული მათემატიკაში, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 19,5 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2007. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
22. მათემატიკა, პირველი ნაწილი, მეხუთე გადამუშავებული გამოცემა, 24,0 –ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2009 (ს.თოფურია, ვ. ხოჭოლავა);
23. ტესტებისა და ამოცანების კრებული მათემატიკაში, მესამე გადამუშავებული გამოცემა 21,25 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2009. (ს. თოფურია, ვ.ხოჭოლავა);
24. მათემატიკა, მეორე ნაწილი, მეხუთე გადამუშავებული გამოცემა, 20,5 – ნაბეჭდი თაბახი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2009. (ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა).

სამეცნიერო შრომები:
1. Топурия С.Б., Об одном обобщении теоремы Кноппа. Сообщения АН ГССР, ХIХ, 4. 1957, 385-392;
2.Топурия С.Б., О некоторых теоремах тауберова типа для двოйных рядов. Сообщения АН ГССР, ХХ, 2, 1958, 129-136;
3.Топурия С.Б., О некоторых теоремах тауберოва типа для двойных рядов и двойных интегралов. Труды Сухумского пединститута им. А.М.Горького, Х-ХI, 1958, с. 485-528;
4.Топурия С.Б., (БР, αნ)-суммирყемость рядов. Труды Сухумского пединститута им. А.М.Горького, ХII, 1959, 181-183;
5.Топурия С.Б., Теорема тაуберова типа для методов Вороного. Труды Сухумского пединститута им. А.М.Горького, ХII, 1959, 177-180;
6.Топурия С.Б., (ω, ϕ)- интегрируемость. Труды ГИСХ, V-VI, 1961, 459-462;
7.Топурия С.Б., L(P) – суммируемость рядов. Труды ГИСХ, V-VI, 1961, 453-458;
8.Топурия С.Б., Суммирование рядов Фурье-Лебега методами L(P) и Вороного. Сообщения АН ГССР, ХХХII-3, 1963, 513-519;
9.Топурия С.Б., L(პ,ქ) – суммируемость двойных числовых рядов. Труды ГИСХ, VII-VIII, 1963, 385-396.
10.Топурия С.Б., Сингулярные двойные интегралы и суммируемость интегралов Фурье. Труды ГИСХ, VII-VIII, 1963, 377-384;
11.Топурия С.Б., О двойных лакунарных рядах Фурье. Сообщения АН ГССР, ХХХIII,1. 1964, 9-14;
12.Топурия С.Б., Сингулярные интегралы и интегралы Фурье. Труды I и II респ. конф. математиков высшых учебных заведений ГССР, 1964, 121-130;
13.Топурия С.Б., Сингулярные двойные интегралы, распространенные на бесконечную область. Сообщения АН ГССР, ХХХVII,3. 1965, 513-520;
14.Топурия С.Б., Суммирование двойных рядов Фурье-Лебега Сообщения АН ГССР, ХХХVIII,1. 1965, 7-13;
15.Топурия С.Б., О линейных методах суммирования рядов Фурье-Лапласа. Сообщения АН ГССР, 40, VI. (1965), 11-18;
16.Топурия С.Б., Суммирование рядов Фурье-Лапласа и приближение функции. Труды ГИСХ VIII-IX, 1965, 467-480;
17.Топурия С.Б., О линейных методах суммирования кратных рядов Фурье-Стильтьиеса. Труды ТГУ, т.117, 1966, 179-196;
18.Топурия С.Б., Граничные свойства гармонических функций внутри единичной сферы. Сообщения АН ГССР, 41, № 2,1966, 265-272;
19.Топурия С.Б., О существованиий угловых граничных значений гармонических функций в шаре. Сообщения АН ГССР, 42, № 3, 1966, 521-527;
20.Топурия С.Б., Суммирование рядов Фурье-Лапласа. Труды ГПИ, N3 (115), 1967, 7-22;
21.Топурия С.Б., Приближение Функций суммами Валле-Пуссена. Труды ГПИ, N6 (118) 1967, 3-6;
22.Топурия С.Б., О суммировании двойных рядов и интегралов Фурье. Труды ГПИ, N3 (123), 1968, 12-27;
23.Топурия С.Б., Суммирование методом Абеля продифференцированного ряда Фурье-Лапласа. Сообщения АН ГССР, 54, NI, 1969, 29-32;
24.Топурия С.Б., Общее решение задачи Дирихле для шара. Сообщения АН ГССР, 55:1, 1969, 25-28
25.Топурия С.Б., Классы Функций и ряды Фурье-Лапласа. Труды ГПИ, N5 (133), 1969, 19-32
26.Топурия С.Б., О локальных граничных свойствах гармонических функций в шаре. Труды ГПИ, N5 (133), 1969, 33-37;
27.Топурия С.Б., Приближение функций полиномами сферической гармоники. Труды ХV научно-технической конференции ГПИ, вып. 2, 1970, 97-103;
28.Топурия С.Б., Условие компактности в некоторых пространствах и о функциях. В.А. Стеклова. Труды ГПИ, N3 (138), 1970, 36-46;
29.Топурия С.Б., Решение задачи Дирихле для полупространства. Доклады АН СССР, т.195, N3, 1970, 567-569;
30.Топурия С.Б., Об одном свойстве функций двух переменных и кратных рядов Фурье. Доклады АН СССР, т. 195, N5, 1970. 1046-1049;
31.Топурия С.Б., Суммирование методом Абеля продиференцированного ряда Фурье-Лапласа ΙΙ. Труды ГПИ, N7, 1971, 17-24;
32.Топурия С.Б., О представлении функций, определенных на поверхности единичной сферы, сингулярными интегралами и суммируемость рядов Лапласа. Труды ГПИ, N7, (147), 1971, 25-58;
33.Топурия С.Б., Суммирование методом Абеля продифференцированного ряда Фурье. Доклады АН СССР, т. 209, N3, 1973, 569-572;
34.Топурия С.Б., Об одном методе суммирования двойных рядов Фурье. Сообщения АН ГССР, 76, N2, 1974, 289-292;
35.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного интеграла Пуассона в круге. Труды ГПИ, Математика-механика N3 (176), 1975, 13-20;
36.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного интеграла Пуасона в бицилиндре. Труды ГПИ, Математика-механика N3 (176), 1975, 21-32;
37.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного интеграла Пуассона в полуплоскости. Сообщения АН ГССР,78, N2,1975, 281-284;
38.Топурия С.Б., О представлении функциий, определеных на поверхности единичной сферы, рядами Лапласа. Сообщения АН ГССР, 82,N2,1976, 301-303;
39.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного интеграла Пуассона и решение задачи Дирихле в полупространстве. Труды ГПИ, Математика-механика N6 (197), 1977, 11-30;
40.Жижиაшвили Л.В., Топурия С.Б., Ряды Фурье-Лапласа на сфере. Математический анализ, 15 (Итоги науки и техники ВИНИТИ АН СССР), М., 1977, 83-130;
41.Топурия С.Б., Мажоранты некоторых сингулярных интегралов. Труды ТГУ, т.197, 1978, 40-53;
42.Топурия С.Б., О лакунарных рядах Фурье-Лапласа на сфере. депонирована в ВИНИТИ N79001319, 1980;
43.Топурия С.Б., О представлении функции многих переменных тригонометрическими рядами. Труды ГПИ, Математический анализ, N5(237), 1981, 9-11;
44.Топурия С.Б., Тугуши Т.И., О H(ჩ,α,რ) и (ჩ,α) суммируемости рядов Фурье-Лапласа функци класса L2(შკ), κ≥3. Труды ГПИ, Математический анализ, N5(237),1981, 12-18;
45.Топурия С.Б., Некоторые свойства интеграла Валле-Пуссена на сфере. Труды ГПИ, Математический анализ, N3(260),1983, 5-12;
46.Топурия С.Б., О суммируемости рядов Фурье-Лапласа на сфере. Конструктивная теория функций 84, София, 1984, 81-85;
47.Топурия С.Б., Мачарашвили Н.Д., Достаточные условия сходимости рядов Фурье-Лапласа функции класса L2(შკ), κ≥3. Труды ГПИ, Математический анализ, N3(285), 1985, 6-9;
48.Топурия С.Б., Суммирование методом Абеля продифференцированного ряда Фурье-Лапласа III. Труды ГПИ, Математический анализ, N2(314),1987,13-20;
49.Топурия С.Б., Хочолава. В.В., Суммируемость рядов Фурье-Лапласа методом Kλ . Труды ГПИ, Математический анализ, N2 (314),1987, 20-32;
50.Топурия Б., Ряды фурье-Лапласа на сфере (монография). ТГУ, Тбилиси 1987, 1-356;
51.Топурия С.Б., (ჩ,α)–суммируемость рядов Фурье-Лапласа в L(შკ), и почти всюду. Сообщения АН ГССР,134, N2,1989, 253-256;
52.Топурия С.Б., O (ჩ,α) -суммируемости рядов Фурье-Лапласа на сфере. Труды ГПИ, Математический анализ, N7(350),1989, 5-29;
53.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного интеграла Пуассона и представление функции двух переменных. Сообщения АН Грузии,152, N2,1995, 235-238;
54.Топурия С.Б., Граничные свойства производных интеграла Пуассона в полупространстве. Сообщения АН Грузии, 152, N3, 1995, 453-457;
55.Топурия С.Б., Чикобава Н.Г., Суммирование линейными методами рядов Фурье по обобщенным сферическим функциям. Труды ГТУ, N2 (407), 1995, 155-164;
56.თოფურია ს., Generalized derivatives and boundary properties of differentiated Poisson integrals for a disk and a half-plane. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 153, N3, 1996, 329-332;
57.თოფურია ს., ჩიქობავა ნ., Summability of the Fourier series over generalized spherical functions by the Abel and (C,α) methods. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 154, N1, 1996, 48-51;
58.Топурия С.Б., Мачарашвили Н.Д., (C,α) суммируемость в Lპ(შ3), и почти всюду рядов Фурье по обобщенным сферическим функциям. Труды ГТУ, N2 (413),1997, 9-17;
59.Топурия С.Б., Граничные свойства производных интеграла Пуассона в полупространстве и представление функции двух переменных. доклады АН, (Российская Академия наук), т. 353, N3, 1997, 306-309.
60.Topuria S., Macharashvili N., On H(C,α,2) and (C,α) Summability of Fourier series oven generalized spherical functions of Lp(S3) class functions. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 155, N1, 1997, 14-18.
61.Topuria S., Generalized Laplacian and boundary properties of differentiated Poisson integrals for a half-space. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 155, N2, 1997, 164-167.
62.Topuria S., Boundary properties of first order partial derivatives of the Poisson integral for the half-space R+k+1(k>1). Georgian matematical journal, vol. 4, N6, 1997, 585-600.
63.Topuria S., Generalized partial derivatives of functions of many variables and Boundari value problems. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 155 N3, 1997, 324-327.
64.Topuria S., Generalized total diferential of functions of many variables and boundary value problems. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 156, N1, 1997, 22-26.
65.Topuria S., Generalized spherical derivatives and boundary value problems. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 156, N2, 1997, 181-185.
66.Topuria S., Boundary properties of second order partial derivatives of the Poisson integral for the half-spase R+k+1(k>1). Georgian matematical journal, vol. 5, N4, 1998, 385-400.
67.Topuria S., Generalized derivatives and boundary properties of derivatives of the Poisson integral for a half-space R+k+1(k>1). (Russian). Analysis Mathematica, 25,1, 1999, Budapest, 69-86.
68.Topuria S., The Generalized Laplace operator on a Sphere and Summation of differentiated Fourier-Laplace series by using the Abels method. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 160, N 3, 1999, 409-412.69.Топурия С.Б., Обобщенные операторы Лапласа в пространстве ღკ(κ≥2) и на единичной сфере. Труды ГთУ, № 2 (430), 2000, 9-18;
70.Topuria S., Generalized derivatives of an arbitrary order and the boundary properties of differentiaded Poisson integrals for the half-space R+k+1(k>1). Georgian matematical journal, vol. 7, N 2, 2000, 387-400.
71.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного интеграла Пуассона для различных областей и их некоторые применения. (монография), Тбилиси, 2003, 1-236;
72.Topuria S., The Generalized Laplase Operators unit sphere. Bull. of the Georgia, Acad. of Sci. 173, N 1, 2006, 11-13.
73.Топурия С.Б., Граничные свойства продифференцированного сопряженного интеграла Пуассона и Пуассона Стильтьеса. Труды ГТУ, № 2(460), 2006, 92-95.
74.Topuria S., Boundary Properties of the Differentiated Poisson Integral for Different Domains and Some of their Applications (monograph.). “Nova Science Publishers, Inc” ISB N 978-1-60692-704-5, 2009, 1-220.

სერგო თოფურია 19 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსიდან გაასვენეს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში შოთა თოფურიას იხსენებენ
  • ნიკო მუსხელიშვილის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა
  • ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა
  • მაია ჩიბურდანიძეს 50 წელი შეუსრულდა
  • დღეს ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge