შვედეთის ისტორიის ცენტრი საქართველოში ნობელების მოღვაწეობას შეისწავლის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

შვედეთის ისტორიის ცენტრი საქართველოში ნობელების მოღვაწეობას შეისწავლის სიახლე
21-03-2011, 20:45
შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი საქართველოში ძმები ნობელების მოღვაწეობის ისტორიის შესწავლას იწყებს. როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, ამ მიზნით ცენტრის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვია. შვედი სპეციალისტები იმ დოკუმენტებს გაეცნობიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივსა და ბათუმის ნობელის ტექნოლოგიურ მუზეუმშია დაცული. მასალები 1870-1922 წლებში საქართველოში შვედური კომპანიების საქმიანობას ასახავს.

შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაციას ცენტრის დირექტორი ალექსანდერ ჰიუსბაი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ნობელის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი.

დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძეს, ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს და გაეცნენ ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს. ეროვნულ არქივსა და შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრს შორის გაფორმდა წინასწარი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების საქართველოში მოღვაწეობის ისტორიის შესწავლის კუთხით.

22-23 მარტს დელეგაციის ვიზიტი ბათუმში გაგრძელდება, სადაც შვედი ექსპერტები გაეცნობიან ნობელის ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებს და შეხვდებიან აჭარის ავტონომური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს. შეხვედრები გაიმართება კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებშიც.

ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტის ფარგლებში შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი თანამშრომლობდა აზერბაიჯანის ეროვნულ არქივთანაც. საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, 2011 წლის მაისში ორივე ქვეყანაში მოპოვებული მასალები გამოიცემა, ხოლო შემდეგ განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე.
 
 

ასევე:

  • ხელნაწერთა ცენტრში "თეთრი გიორგის" წყაროებზე მოხსენებას მოისმენენ
  • ეროვნულ არქივში გამოფენა “ექვთიმე თაყაიშვილი" გაიხსნება
  • სტუ-ის პროფესორის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
  • დღეს "1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის" პრეზენტაცია გაიმართება
  • საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge