26 მარტს ტარდება აქცია”დედამიწის საათი 2011 - საქართველო” » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

26 მარტს ტარდება აქცია”დედამიწის საათი 2011 - საქართველო” ---
26-03-2011, 01:35
26 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდება ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქცია - "დედამიწის საათი 2011".

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, კანკუნში, კლიმატის ცვლილების თაობაზე ჩატარებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთექვსმეტე საერთაშორისო კონფერენციის (COP-16) შემდგომ პერიოდში, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად შაბათს, ა.წ. 26 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე ჩატარდება ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქცია - "დედამიწის საათი 2011". აქციის ფარგლებში მსოფლიოს 131 ქვეყანაში ერთი საათით გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება. აქცია ტარდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით და მისი მიზანია მსოფლიო ლიდერთა მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის საკითხებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება როგორიცაა სიდნეის საოპერო თეატრი, სან-ფრანცისკოს "გოლდენ გეით" ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ. 2011 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი. აქციაში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროგანათებასა და ელექტროხელსაწყოებს საცხოვრებელ სახლებში.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) - რომელიც დედამიწის საათის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში - და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიზანია, გასული წლის მსგავსად, უზრუნველყოს ამ ინიციატივაში საქართველოს ჩართვა. "დედამიწის საათი 2010"-ის პერიოდში CENN-ის ინიციატივითა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძისა და ქალაქის მუნიციპალური შენობების გარე განათება. აქციას მხარი დაუჭირეს სასტუმროებმა რედისონ ბლუ ივერიამ, მარიოტმა და შერატონმა, კომპანია "ჯეოსელმა" და ბანკებმა რესპუბლიკა და HSBC.

2011 წლის "დედამიწის საათის" აქციაში უკვე ჩაერთვნენ თბილისის მერია და საკრებულო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, გაეროს მისია საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, სასტუმროები მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, რადისონ ბლუ ივერია და შერატონ მეტეხი პალასი, HSBC ბანკი, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია (AYPEG). ჩვენი საინფორმაციო პარტნიორები არიან რუსთავი2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეიმედი, The Messenger, The Financial, გაზეთი რეზონანსი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რადიო "მწვანე ტალღა", რადიო "უცნობი" და ჟურნალი "ლიბერალი".

2011 წლის აქციის ფარგლებში მონაწილე ობიექტების სიაში ჩაერთვნენ ისეთი მნიშვნელოვანი შენობები და ძეგლები, როგორიცაა თბილისის საკრებულო, პარლამენტი, სატელევიზიო ანძა, „მშვიდობის ხიდი", ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მთაწმინდის პარკში მდებარე გიგანტური ბორბალი და ა.შ.

CENN კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას მიიღონ მონაწილეობა ამ გლობალურ ინიციატივაში და გამორთონ ელექტროგანათება შაბათს, ა.წ. 26 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე.
 
 

ასევე:

  • დღეს "დედამიწის საათი 2012" აღინიშნება
  • 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
  • იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო"
  • დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო
  • დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge