|
8-04-2011, 00:14
საქართველო და მალაიზია სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ითანამშრომლებენ, ამის შესახებ განცხადება მალაიზიის სახელმწიფო მინისტრმა, მუჰამედ ალი რუსტამმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მალაიზიის სახელმწიფო მინისტრის თქმით, მალაიზია მზადაა საქართველოსთან ითანამშრომლოს ისეთ სფროებში, როგორიცაა ფარმაცია და ჰოსპიტალური სექტორი.
"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფარმაცია, ჰოსპიტალური სექტორი, ტურიზმი. ვგეგმვათ, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამაც დავიწყოთ, რათა ქართველმა სტუდენტებმა მალაიზიაში ფარმაცია შეისწავლონ. წლის ბოლომდე კი საქართველოში ჩამოსვლასაც ვგეგმავ", - განაცხადა, მალაიზიის სახელმწიფო მინისტრმა მუჰამედ ალი რუსტამმა.
აღსანიშნავია, რომ მალაიზიის სახელმწიფო მინისტრისა და ვერა ქობალიას შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაიმართა, სადაც ქობალია ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ghn |
|