მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სტუ
2-05-2011, 15:19
მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დღეს, 2 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.

ილია ვეკუას 2011 წლის თასი მოიპოვა სანკტ-პეტერბურგის გუნდმა (შემადგენლობა: დიმიტრი გოზმანი, ვალერი ისენბაევი, ანდრეი სტანკევიჩი); მეორე ადგილზე გავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (შემადგენლობა: აკიმ კუმოკი, ილია კორნაკოვი, ვასილი ასტახოვი, მწვრთნელი ანტონ პანკრატიევი). ამ გუნდებს გადასცეს პირველი ხარისხის დიპლომები; მესამე ადგილზე გავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში (შემადგენლობა: სერგო როგულენკო, სერგო ფიოდოროვი, ალექსანდრე კალუჟინი, მწვრთნელი ანტონ პანკრატიევი). ამ გუნდს გადაეცა მეორე ხარისხის დიპლომი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრიზი, როგორც საუკეთესო გუნდს, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში.

თსუ-ის გუნდმა (შემადგენლობა: ნიკა ჯიმშელეიშვილი, აკაკი მამაგეიშვილი, გიორგი საღინაძე, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი) მოიპოვა მეორე ხარისხის დიპლომი და ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზი, როგორც საუკეთესო სამხრეთკავკასიურმა გუნდმა. მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა თსუ-ის გუნდმა (შემადგენლობა: ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი, ლევან ვარამაშვილი, მწვრთნელი ნიკა ჯიმშელეიშვილი).

მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს სტუმრებმა ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროფესორ მესიურას მეთაურობით.

აღსანიშნავია მზიურის სასწავლო ცენტრის მოსწავლეთა გუნდის წარმატებული გამოსვლა ძალიან რთულ ამოცანათა პაკეტზე (მანძულაშვილი, დარბუაშვილი, სხირტლაძე გიორგი, მწვრთნელი – გურამ ქოთოლაშვილი).

პირად შეჯიბრებაში გაიმარჯვა სერგი როგულენკომ (მსუ); მეორე ადგილზე გავიდა ვიტალი ნევიდომი (ვინიცა). ორივეს ერგო ფასიანი საჩუქრები და პირველი ხარისხის დილპომები; მესამე ადგილზე გავიდა სერგი ფიოდოროვი, მას ერგო მეორე ბარისხის დიპლომი; მეოთხე ადგილზე გავიდა საუკეთესო მონაწილე საქართველოდან – ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, რომელიც დაჯილდოვდა ივერ ფრანგიშვილის სახელობის პრიზით.

მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა კიდევ ორმა ახალგაზრდამ საქართველოდან – ლევან ვარამაშვილმა და გიორგი საღინაძემ; მესამე ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ ის მონაწილეები, რომლებმაც ჩააბარეს 3–5 ამოცანა. მათ შორის აღმოჩნდა სასწავლო ცენტრ "მზიურის" აღსაზრდელი, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მატემატიკური სკოლის მოსწავლე, ნიკა ნადირაძე. სასიხარულოა, რომ ნომინანტებს შორის აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მაგისტრანტი გიგა კოკაია.

ღონისძიების დირექტორის, თეოდორე ზარქუას განცხადებით, უნდა აღინიშნოს ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოსწავლეთა აქტივობა.

“აღსანიშნავია ასევე დიდი ყურადღება, რომელსაც ავლენდა სტუ-ის ხელმძღვანელობა ამ ღონისძიების მიმართ”, - განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 30 აპრილს გაიხსნა. ოლიმპიადა სტუ-ის პირველ კორპუსში არსებულ კომპიუტერულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიების გახსნას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სტუ-ის რექტორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ ფრანგიშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, ღონისძიების დირექტორი თეოდორე ზარქუა, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ წვერაიძე, ჟიურის თავმჯდომარე ჰამლეტ მელაძე, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: ოთარ ზუმბურიძე, ოლეგ ნამიჩეიშვილი, ბორის გითოლენდია, ალექსანდრე დემეტრაშვილი, თინათინ კაიშაური, გიორგი ჯერენაშვილი, ნიკა რევაზიშვილი, ზურაბ ქიმერიძე, დავით ჩიქოვანი, გია ხურცილავა, გიორგი მაისურაძე.

ოლიმპიადა მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ილია ვეკუას ხსოვნას.

წელს თბილისში ჩამოვიდნენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან.

ოლიმპიადის სპონსორია კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო”.

ოლიმპიადაში, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ მსოფლიო პროგრამისტულ ელიტაში შემავალი გუნდები და ცალკეული მონაწილეები, მათ შორის, წამყვანი ქართველი სტუდენტები და მოსწავლე პროგრამისტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე. მანამდე საქართველოში ამ ღონისძიებას 2-2-ჯერ უმასპინძლეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.

მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამისტული ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე პირველად 2007 წელს ჩატარდა და ილია ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. მას შემდეგ ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და სტუ-ის სტუდენტები მასში დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
 
 

ასევე:

  • გაიხსნა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში
  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • სტუ-ის ბაზაზე ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge