ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე სტუ
19-05-2014, 13:31
24-26 მაისს თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ტარდება მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. წელს ოლიმპიადის მონაწილეთა შორის საუკეთესო ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტების გარდა, იქნებინ სამხრეთ კავკასიის, რუსეთის, უკრაინის და თურქეთის ძლიერი სტუდენტი-პროგრამისტები.

ღონისძიება, პარალელურად, ჩატარდება აგრეთვე ნოვოსიბირსკში, სანკტ-პერტერბურგში, მოსკოვსა და ვინიცაში (უკრაინა). უკრაინის გუნდებისთვის საოლიმპიადო საშეჯობრო მოედნების ორგანიზება წელს ხდება პირველად, ამ სახელმწიფოში შემქნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით. ტრადიციულად, გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ძალიან ძლიერი იქნება (შეგახსენებთ: შარშანდელი გამარჯვებული, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის გუნდი - კოროტკევიჩი, კევერი, ნიგმატულინი, მწვრთნელი სტანკევიჩი - 1 თვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა). მონაწილეთა სიძლიერეს ხელს უწყობს არა მარტო ღონისძიების მაღალპრესტიჟულობა, არამედ მისი ღია რეგლამენტიც. მონაწილეებს მოერთხოვება მხოლოდ ჰქონდეთ პროგრამირების სათანადო დონე - ყოველგვარი ასაკობრივი და რაიმე სხვა შეზღუდვების გარეშე.

წელს საერთაშორისო ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე ქართველი მონაწილეებისთვის ექნება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სტატუსი.

ოლიმპიადით გათვალისწინებულია როგორც გუნდური, ასევე პირადი შეჯიბრება.

ტრადიციულად, გამარჯვებულების გარდა გაირკვევა 3 სპეცპირიზის მფლობელი. აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის პრიზი გადაეცემა თბილისიდან მოასპარეზე სტუმართა საუკეთესო გუნდს, პროფ. ევგენი პანკრატიევის პრიზი გადაეცემა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდს (პრიზს ტრადიციულად გადასცემს მსუ-ს პროფესორი, ანტინ პანკრატიევი, ევგენი პანკრატიევის ვაჟი), აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის პრიზი კი წელს გადაეცემა საუკეთესო მოსწავლეს.

ღონისძიებას უკვე მესამედ ზედიზედ პატრონაჟს უწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. ამას გარდა, ღონისძიების მხარდამჭერები არიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ორგანიზატორების სიაში შედის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი, ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია.

უკვე ცნობილია, რომ თბილისში ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ჩამოვა გუნდები, რომლებიც წარმოადგენს: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, ანკარის შუა აღმოსავკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბაქოს უნივერსიტეტს ”ქავგქაზ”, ბაქოს ნავთობის უმაღლეს სკოლას, ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ველოდებით ჩამოსვლის დადასტურებას კოლეგებისგან სომხეთიდან და მოლდოვადან.

საერთაშორისო ოლიმპიადები პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე ტარდება 2007 წლიდან პროფ. ჰამლეტ მელაძის ინიციატივით. აღნიშნულ ოლიმპიადას 2007, 2008 და 2013 წლებში უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2009 და 2010 წლებში - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, 2012 წელს ოლიმპიადა ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ღონისძიებას მასპინძლობს მეორედ. პირველად სტუ მასპინძლის როლში მოგვევლინა 2011 წელს.

ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზურაბ წვერაიძე, დირექტორი კი არის თეოდორე ზარქუა.

ოლიმპიადა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს არა მარტო ფუნდამენტური დაპროგრამების განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს ახალგაზრდებს შორის სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
 
 

ასევე:

  • მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • სტუ-ის ბაზაზე ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • დასრულდა მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
  • გაიხსნა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge