5 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “სურსათის უვნებლობა, რეალობა და გამოწვევები’’.
საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის და რისკის სამმართველოს უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ლაფერაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, პროფესორი თენგიზ კალანდაძე.