სტუდენტები დევნილთა ეკონომიკურ ინტეგრაციას ეცნობიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტები დევნილთა ეკონომიკურ ინტეგრაციას ეცნობიან სიახლე
28-05-2011, 12:09
სტუდენტები რეგიონებში დევნილთა ეკონომიკურ ინტეგრაციას ეცნობიან. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტები დღეს კობა სუბელიანთან ერთად წინწყაროში მცხოვრებ დევნილებთან ჩავიდნენ. სტუდენტები დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციითა და მათი სოფლის მეურნეობაში ჩართულობით დაინტერესდნენ და აღნიშნეს, რომ რეგიონებში დევნილთა ინტეგრაციისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის ხელშემწყობი პირობები ნამდვილად არსებობს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტი თუ თურლი: „როგორც ეკონომისტს, მაინტერესებს, რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა პერპექტივა, სოფლის მეურნეობაში მათი ჩართულობა და მათი ცხოვრების პირობები. წინწყაროში ვიზიტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ დევნილებს შესაძლებლობა აქვთ, არჩინონ ოჯახები და ჭარბი პროდუქცია ბაზარზეც კი გაიტანონ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქ ინტეგრირებულები არიან."

„დღეს ერთ-ერთი დევნილი ოჯახიც მოვინახულეთ და მართლა გაოცებულები ვართ. აქ ნამდვილად არსებობს საშუალება, სოფლის მეურნეობაში ჩართულობით ადამიანმა კარგად იცხოვროს. როგორც გვითხრეს და ვნახეთ, მოჰყავთ სსვადასდხვა სახის პროდუქტი და კარგად გამასპინძლებაც შეუძლიათ. დავწრმუნდით, რომ აქ მართლა კარგი შესაძლებლობები არსებობს, რომ გამართულად იცხოვრო," - აცხადებს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ლაშა ფარულავა.

მინისტრმა სტუდენტებს დევნილებისთვის შეძენილი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ დევნილთა სოფლის მეურნეობაში ჩართულობა და მათი ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ჩიკაგოელი და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების განსახლების პროცესით დაინტერესდნენ. ვაჩვენეთ, როგორ სახლებში შევასახლეთ ისინი, როგორი მოსავალი მოჰყავთ. ეს ადამიანები ადრე ხელგამოწვდილ მდგომარეობაში იყვნენ. ადრე საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებში ისეთ პირობებში ცხოვრობდნენ, სადაც არც წყალი ჰქონდათ, არც კანალიზაცია და 7-8 ადამიანს 20 კვადრატი ეკავა. აქ კი საკუთრება გააჩნიათ და სხვის დახმარებაზე არ არიან დამოკიდებულები. ხედავთ, როგორი მოსავალი აქვთ და როგორ მდგრადად ცხოვრობენ. პროცესი გაგრძელდება, სოფლად კიდევ ჩავასახლებთ მსურველებს. ეს ის პროცესია, რომელიც დევნილებისთვის საუკეთესო შედეგების მომტანია", - აცხადებს სუბელიანი

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად პერიოდულად დევნილთა სხვა ჩასახლებებსაც ესტუმრებიან და გაეცნობიან რა პროექტები ხორციელდება დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები
  • სტუდენტები შსს-ის მომსახურების სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან
  • რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი იქნება "რა გვეტყობა, რომ ლტოლვილები ვართ?"
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს
  • დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge