|
1-02-2011, 12:03
დღეს, 1-ელ თებერვალს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ხაბეიშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ღონისძიება ორგანიზებულია პარტიის ახალგაზრდული ფრთის მიერ. სტუდენტები გაეცნობიან გაფორმების ეკონომიკური ზონის ახალ მომსახურებებს.
ახალგაზრდები დაათვალიერებენ მომსახურების სააგენტოს და თავად ნახავენ, როგორ ხდება მართვის მოწმობის გაცემა, შეცვლა, აღდგენა; ავტომობილებისა და იარაღის რეგისტრაცია.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, თვალსაჩინო და გამჭვირვალე გახადოს ის რეფორმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა. |
|