|
28-06-2011, 23:55
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ქართული რეფერატული ჟურნალის” გამოცემას აღადგენს. ჟურნალს ადრე რეგულარულად გამოსცემდა ინსტიტუტი ტექინფორმი და იმის გამო, რომ ეს ინსტიტუტი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სადღეისოდ სტუ-ის შემადგენლობაშია, ტექინფორმთან თანამშრომლობის საფუძველზე ქართული რეფერატული ჟურნალის გამოცემას სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღადგენს.
საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ბატონი ანზორ შავგულიძის განცხადებით,, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა პოლითემატური ქართული რეფერატული ჟურნალის მნიშვნელობა ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების რეფერირების საქმეში. “საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამეურვეო საბჭო, ტექინფორმში მომზადებული მაკეტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ორენოვანი (ქართული-ინგლისური) ,,ქართული რეფერატული ჟურნალის“ ყოველწლიურად გამოცემას. წელიწადში ორი ნომერი გამოვა. აქედან, აღდგენილი ჟურნალის გაგრძელებული ნუმერაციის მიხედვით, მე-7 (19) ნომერი გამოვა 2011 წელს, ხოლო რეგულარული გამოცემა (წელიწადში ორი ნომერი) დაიწყება 2012 წლიდან”, - განაცხადა ანზორ შავგულიძემ. |
|