თამბაქოს ნაწარმის გათამაშებაში მონაწილეობა აკრძალული რჩება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თამბაქოს ნაწარმის გათამაშებაში მონაწილეობა აკრძალული რჩება სიახლე
15-11-2009, 16:01
/ინტერპრესნიუსი/ მთავრობისა და პარლამენტის შეუთანხმებლობის გამო, თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერ გათამაშებაში მონაწილეობა, აკრძალული რჩება.
გასული წლის ბოლოს, პარლამენტმა “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, 2009 წლის 1-ელი სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმის ყველანაირ გათამაშებაში მონაწილეობა უნდა აკრძალულიყო.
გაზაფხულზე კი, მთავრობამ მხოლოდ ნაწილობრივი აკრძალვის პროექტი შეიტანა პარლამენტში, რასაც დეპუტატების ნაწილის, კერძოდ კი, ვიცე-სპიკერ იგი წერეთლის უკმაყოფილება მოჰყვა და პროექტის განხილვა გაჭიანურდა.
შედეგად, ცვლილებაში ცვლილების შეტანა ვერ მოესწრო და პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა მუხლი, რომლის მიხედვით “აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, მომგებიანი ან სხვა სახის აზარტული თამაშის საშუალებით დარიგება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის საშუალებით მისი განაწილებით მონაწილეობა”.
ნაწილობრივ აკრძალვასთან დაკავშირებით პროექტი კი პარლამენტში ამ დრომდე შეჩერებულია და დეპუტატები მისი განხილვის ვადებს ვერ აკონკრეტებენ.
აღნიშნული ცვლილებით, ლატარიის, მომგებიანი და აზარტული თამაშების საშუალებით, მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის დარიგება უნდა აიკრძალოს. შესაბამისად, სანამ პარლამენტი და მთავრობა შეთანხმებას მიაღწევენ, თამაბაქოს ნაწარმის ნებისმიერ გათამაშებაში მონაწილეობა უკანონო იქნება.
 
 

ასევე:

  • თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს
  • სტუ-ში თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
  • "რედისონში" გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა"
  • სტუ-ში გაიმართება აქცია - “ერთი დღე სიგარეტის გარეშე”
  • მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში მესამე შეხვედრა მოიგო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge