აშშ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის დანერგვას იწყებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აშშ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის დანერგვას იწყებს სიახლე
21-07-2011, 00:19
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების ახალი კურსი დაინერგება. დღეს, 21 ივლისს, 14:00 საათზე ევროპის სახლში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონათან კონლი გააკეთებს განაცხადს სამოქალაქო განათლების ახალი კურსის შესახებ, რომელიც მომდევნო (2011-12) სასწავლო წლის განმავლობაში თბილისის ექვს უნივერსიტეტში დაინერგება.

USAID-ის პარტნიორი ორგანიზაციის - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და საქართველოს ექვსი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც დაიწყება სასწავლო კურსი და შესაბამისი აქტივობები პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის. ინიციატივა ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების საკითხების ხარისხიანად შესწავლას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ შემდეგი უნივერსიტეტები: კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.

სამოქალაქო განათლების კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა" მოიცავს სახელმწიფო მმართველობის სისტემებს, ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას. შემოდგომის სემესტრში თბილისის უნივერსიტეტები 400-ზე მეტ სტუდენტს შესთავაზებენ კურსს, ხოლო გაზაფხულზე კურსის გავლა შეეძლებათ სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებსაც.

ინიციატივას ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" (ITEP) ფარგლებში. ეს პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას, მოქალაქეთა მონაწილეობას და ჩართვას არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებში, ამომრჩეველთა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას საქართველოში.
ghn
 
 

ასევე:

  • ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • მსოფლიო დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
  • იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი ფორმდება
  • "საქართველოს განათლების კვირეული 2011" გაიხსნა
  • "საქართველოს განათლების კვირეული 2011" დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge