სტუ-ის სტუდენტებმა ახალგაზრდა მეცნიერთა ბანაკში მიიღეს მონაწილეობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის სტუდენტებმა ახალგაზრდა მეცნიერთა ბანაკში მიიღეს მონაწილეობა სტუ
31-07-2011, 01:05
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო ბანაკში მიიღეს მონაწილეობა. დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „პრემიერ-პალასში" ჩატარდა „ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო ბანაკი - ბაკურიანი, 2011", რომლის ორგანიზატორი იყო „ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი", ხოლო სპონსორი და მხარდამჭერი - კომპანია „ნატახტარი".

დასკვნით დღეს ახალგაზრდა მეცნიერებმა წაიკითხეს მოხსენებები შემდეგ თემებზე: 1. "საქართველოს ძირითადი მდინარეების ეკოლოგიური პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები" (მომხსენებლები - სოფიო მდივანი, სალომე კიპაროიძე); 2. "წყლის დაბინძურების პრობლემა საქართველოში და მისი აღმოფხვრის გზები" (მომხსენებლები - გურანდა ავქოფაშვილი, მარიკა ავქოფაშვილი, ზურაბ სამხარაძე, თათია გელაშვილი, ლიკა ბიწაძე); 3. "საქართველოს რესურსების ალტერნატიული გამოყენება (მომხსენებლები - ირაკლი მოსულიშვილი, ნინო დემურია, ბესარიონ გორჯოლიძე); 4. "ბუნებრივი კატასტროფები, მათი პროგნოზირება და რეაბილიტაციის ღონისძიებები" (მომხსენებლები - ნინო ყვავაძე, ნათია ჯანაძე); 5. "პეპლების, როგორც ეკოჯაჭვის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტის, შენარჩუნების მექანიზმი" (მომხსენებლები - მარიამ ლომთაძე, ირაკლი მარღანია). ბანაკში, რომლის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების დაახლოება, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება, მონაწილეობა მიიღო ოცდაათამდე ახალგაზრდა მეცნიერმა საქართველოდან, ფინეთიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან და გერმანიიდან. ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები.

გაიმართა სემინარები, სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და ახალგაზრდების დებატები შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიურ თემებზე, როგორიცაა: წყლის რესურსები (მიწისქვეშა წყლები და მდინარეები), ველური ბუნება (ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები) და ბუნებრივი კატასტროფები. ამასთან, გაიმართა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. დასკვნითი პრეზენტაციების შემდეგ, ბანაკის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

"ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდის" ორგანიზებით, მეცნიერთა ბანაკი უკვე მეორე წელია იმართება და მის მიზანს ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის ფონდი" დაფუძნდა 2010 წლის ივნისს „თსუ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის" მიერ და კომპანია „ნატახტარის" ხელშეწყობით. ფონდის მიზნებია საქართველოში ზოგადად მეცნიერებისა და მისი კონკრეტული დარგების განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა მიზნობრივი, ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების გზით; ზოგადად მეცნიერებისა და მისი კონკრეტული დარგების მაქსიმალური პოპულარიზაცია ფართო მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების განხორციელების გზით; ახალგაზრდა მეცნიერების, სტუდენტების, მაგისტრანტების, ასპირანტებისა და სკოლის მესამე საფეხურის მოსწავლეების მხარდაჭერა სამეცნიერო პროექტების განხორციელების, მეცნიერული შეჯიბრებების ორგანიზებისა და სამეცნიერო განათლების მიღების კუთხით; მეცნიერების განვითარებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების, პროექტების მხარდაჭერა და ამ მიზნით სხვა სამეცნიერო, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო, საჯარო, საერთაშორისო თუ კომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
 
 

ასევე:

  • "ქიმია დღეს -2012" დასრულდა
  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს
  • ქართველ და ფრანგ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსი
  • სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს
  • სტუ-ში ჩატარდება კონფერენცია “ქიმია დღეს - 2012“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge