|
16-11-2009, 00:13
/GHN/ შოტლანდიის ციხესიმაგრეები სასტუმროებად გადაიქცევა. როგორც ქვეყნის კულტურის მინისტრმა მაიკ რასელმა განაცხადა, შოტლანდიის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას არსებულ კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფოს ეკონომიკური და ტურისტული სფეროებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია. ინვესტორების მოზიდვის პროგრამის ფარგლებში შემუშავდება პროექტები, რომლებიც ისტორიული შენობების აღდგენას, განახლებასა და მათ რაციონალურ გამოყენებას ითვალისწინებს. კერძოდ, ხელისუფლება სასახლეებისა და ციხესიმაგრეების სასტუმროებად გადაკეთებას გეგმავს. ბევრი უძველესი ნაგებობა იჯარით გაიცემა და მათ გამოყენება მომგებიანი კომერციული პროექტებისთვის მოხდება. მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო ორგანიზაცია Historic Scotland განახორციელებს. პოტენციურ ინვესტორებსა და მფლობელებს გიდები მოემსახურებიან, რომლებიც მსურველებს სახსრების დაბანდებისა და სამომავლო განვითარების სხვადასხვა ვარიანტს შესთავაზებენ. პროგრამის პირველი ეტაპი იმ ისტორიული შენობების რევიზიას გულისხმობს, რომლებიც ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. შესაბამისი სასახლეებისა და ციხესიმაგრეების წინასწარი სია ივნისში გახდებაცნობილ. |
|