ტაბელურ იარაღთან დაშვებისას ბიომეტრიულ იდენტიფიკაციას გაივლიან » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ტაბელურ იარაღთან დაშვებისას ბიომეტრიულ იდენტიფიკაციას გაივლიან ---
17-11-2009, 11:29
რაც შეეხება იდენტიფიკაციის პროცესს, თითის ანაბეჭდების სკანირების შემდეგ, თუკი ბიომეტრიული იდენტიფიკაცია წარმატებით დასრულდება, კომპიუტერული ტერმინალის ეკრანზე ჩნდება იარაღის იმ სახეების გრაფიკული აღნიშვნები, რომლებიც ამ პოლიციელისთვისაა დაშვებული. პოლიციელი ირჩევს საჭირო იარაღს, რის შემდეგაც ტერმინალი შესაბამისი ყუთის გახსნის ბრძანებას გასცემს.
პოლიციის უფროსის, ნიკოლას კაიზერის განცხადებით, ბიომეტრიული სისტემა არსებითად ზრდის ტაბელური ირაღის გამოყენების ეფექტურობას. ყველა პოლიციელს საშუალება ეძლევა აიღოს ის იარაღი, რომელიც მისთვისა განკუთვნილი. ამასთან, თუკი რომელიმე იარაღი დაიკარგება, ყოველთვის იქნება იმის გარკვევის შესაძლებლობა, ვინ ატარებდა უკანასკნელად მას.
ახალი ბიომეტრიული სისტემის დანერგვა 76 ათასი აშშ დოლარი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, როდესაც პოლიციელებს იარაღთან დაშვება სასწრაფოდ სჭირდებათ, ბიომეტრიულ სისტემაში გათვალისწინებულია იარაღის საცავის ერთბაშად გახსნის ფუნქციაც.
 
 

ასევე:

  • სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა
  • ლეონარდო და ვინჩის აქამდე უცნობი ტილო აღმოაჩინეს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს ჩაატარებს
  • საქართველოში ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი იქნება
  • რუსული ბირთვული იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი, ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge