|
27-09-2011, 15:23
შეცდომით გადახდილი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე. განაცხადების მიღება იწარმოებს 2011 წლის 27 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით: ქ. თბილისში - მინდელის N9 , 10.00-18.00-მდე; რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებლემა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითონ ბანკის რეკვიზიტები (ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი) თანხის ჩასარიცხად, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ვერ დაბრუნდება.
თანხები მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება არაუგვიანეს 2011 წლის 15 ნოემბრისა. naec.ge |
|