განათლების სამინისტრო: არც ერთი სტუდენტის უფლება დარღვეული არ იქნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტრო: არც ერთი სტუდენტის უფლება დარღვეული არ იქნება სიახლე
29-09-2011, 23:39
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ აბიტურიენტებისა და სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ არაავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში, განცხადებას ავრცელებს.

"არც ერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული, მეტიც, ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება იმავე საფასურით მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება. სტუდენტების მობილობა გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა სტუდენტი არ ჩაირიცხება სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ავტორიზაცია გაუუქმდა შპს "თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს", შპს "კავკასიის აკადემიურ ცენტრს", შპს "საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯს". ამ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მობილობის პროცესში, რისთვისაც 29 სექტემბერს უნდა დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge.

ასევე, გაუუქმდათ ავტორიზაცია შპს სასწავლო უნივერსიტეტ "ინტერფარმი +"-ს; შპს "ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს"; შპს დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას"; შპს "ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს".
 
 

ასევე:

  • სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება
  • სტუდენტთა მობილობა ცხადდება
  • უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება
  • მობილობის პროცედურა დაიწყო
  • მობილობის პროცედურა დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge