მობილობის პროცედურა დაიწყო » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მობილობის პროცედურა დაიწყო სიახლე
2-08-2012, 02:26
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 1-ლი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.

ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე უნდა დააფიქსირონ, რომელიც 1-ლი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.ge - ამოქმედდება.

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტექნიკურად მნიშვნელოვნად დახვეწა ელექტრონული პორტალის მუშაობა, გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი და შედეგად, 2012 წლის საშემოდგომო მობილობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად გამარტივებული იქნება.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი თერთმეტნიშნა ნომრით, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლის სახელსა და პაროლს დააფიქსირებს, შექმნის შესაბამის პროფილს. არჩევნის რეგისტრაციისთვის მან სასურველი პროგრამები უნდა მონიშნოს.

მობილობის მსურველს უფლება აქვს, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 5 ფაკულტეტი ან პროგრამა აირჩიოს. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლებათ შეცვალონ პროგრამები.

მობილობის მსურველ სტუდენტს, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაჰყვება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში.

სტუდენტები მობილობაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

მობილობის გადასახადისგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

მობილობის შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი - www.eqe.ge.
 
 

ასევე:

  • მობილობის პროცედურა დაიწყო
  • სტუდენტებს სხვა უმაღლესში გადასვლისას 50 ლარის გადახდა მოუწევთ
  • სტუდენტთა მობილობა ცხადდება
  • სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება
  • მობილობის წესისა და საფასურის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შედის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge