მუდმივი მარცხის შიშში » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მუდმივი მარცხის შიშში კულტურა, სპორტი
9-09-2009, 14:06
[ლევან სეფისკვერაძე]
sport_kaladze_003მუდმივი მარცხის შიშშიყოველგვარი ცრურწმენა და “ფუი-ფუის” თქმა იქით იყოის და არ მახსოვს, შემთხვევა, როდესაც ქართველ სპორტსმენებს ერთ დღეს გამართულ სხვადასხვა სახეობის სპორტულ ღონისძიებებზე ემარჯვოთ. თუ ძიუდოისტები იგებდნენ, მოჭიდავეები მარცხდებოდნენ, თუ მორაგბეები იმარჯვებდნენ და ფეხბურთელები ტოვებდნენ მოედანს ცხვირჩამოშვებულები. ახლაც, როდესაც ერთ დღეს სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ტარდება ქართველები მონაწილეობით, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 2-დან ერთ შეხვედრაში აუცილებლად დავმარცხდებით.

ეს განცდა მქონდა 5 სექტემბერს, როდესაც ჩვენი კალათბურთე;ლების მიერ ბელორუსების დიდებულ სტილში ძლევის შემდეგ, “ეროვნულზე” საფეხბურთო მატჩი უნდა დაწყებულიყო. მცირერიცხოვანი ქართველი გულშემატკივარი ამ მატჩზე სრულიად გაორებული ინტერესითა და შეგნებით მივიდა. იტალიის ნაკრებისადმი მომიტევეთ და წმინდა “სექტანტური” დამოკიდებულების მქონე ქართველი ქომაგების გარდა, ის ჩვენი თანამემამულეებიც მივიდნენ, რომლებსაც აინტერესებდათ საქმეში როგორი იყო მრავალგზის ნაქები ჯანო ანანიძე და რამდენად შექმნიდნენ ჯანო და ლევან ყენია “ოცნების დუეტს”.

ფაქტობრივად “სექტანტი” ქართველი ქომაგის კატეგორია ადვილად შეცვლადი ფენომენია. ყველაზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, მაგრამ იტალიის ნაკრებისადმი ჩემი პირადი სიმპათიის მიუხედავად კარგად ვიცი, რომ “სექტანტი” ქომაგები დღეს თუ იტალიას უჭერენ მხარს, ხვალ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონი ჩილე გახდეს და იტალიის დროშას უმალ გაცვლიან ჩილეს დროშაში და პლაკატში: - “ცეცხლოვანი მიწა ჩვენი ტკივილია!”

ასეთ ხალხს საქართველოს გასაცოდავებული ნაკრების ქომაგობა მუდამ ეთაკილებათ და ჭეშმარიტად სნობური მიდგიმით, ნებისმიერ მატჩზე მხოლოდ და მხოლოდ ძლიერ გუნდებს გულშემატკივრობენ. ჩვენ უფრო მეტად ანანიძის თამაშის ხილვის მსურველი ქომაგები გვაინტერესებს, რომლებიც სახლში რა თქმა უნდა გაწბილებულები დაბრუნდნენ, თუმცა მათი გაწბილება მხოლოდ ჯანო ანანიძის ან თუნდაც კახი კალაძის “დამსახურება” არ იყო...

ისევ ცრურწმენას მინდა მივუბრუნდე. აკი გითხარით, რომ ერთ დღეს გამართული ორი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებიდან ერთ-ერთს ლამის ყოველთვის ვაგებთ ხოლმე. ჰოდა, მე წასაგებად რა თქმა უნდა იტალიასთან გასამართი მატჩი თავიდანვე “გავიმეტე”. ანდა რა გამეტება უნდოდა მსოფლიოს ჩემპიონებთან იმ გუნდის შეხვდერას, რომელსაც მალტასთან წაგებაც კი არ ეთაკილება, ვიფიქრე: თუ უნდა წავაგოთ, ბარემ იმათთან წავაგოთ ვისთანაც წასაგებია მეთქი და მანამდე ოჰოჰოო... როგორი სიტკბოებით ვუყურე კალათბურთს, ვუყურეთ – გავიხარეთ!

ჯიგრიანი გამარჯვების შემდეგ, აბა რომელ ჭკუათმყოფელს სურს ხასიათის გაფუჭერბა? ჰოდა, ამის შემდეგ, ყველას მეგობრულად გირჩევთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების თამაშის ცქერის წინ, ემოციები სადმე სხვაგან დატოვოთ. ცოტა ხნით ისიც დაივიწყეთ, რომ შინაგანად მაინც ამბიციური ქართველი ხართ და ისე, “სხვათაშორის” ადევნეთ თვალი იმას, რასაც სათანადო სახელს ჩვენ თუ ვერა, მომავალი თაობა ნამდვილად დაარქმევს. არავითარი ნერვების მოშლა! არავითარი გულის ფრიალი...

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძე აწ უკვე ლეგენდარული სამხრეთაფრიკელის - პიერ ისას “სულიერი მეგობარი” აღმოჩნდა და საკუთარ კარში ორჯერ გაინავარდა, ნამდვილად არ ვაპირებ იტალიასთან მარცხი მარტოოდენ ამ კაცს დავაბრალო. მეტიც! წინააღმდეგი ვარ და ვიქნები იმ აჟიოტაჟისა და აგრესიისა, რაც მომავალში კალაძის მიმართ საქართვგელოში აუცილებლად დაიწყება. განა რაიმე აზრი აქვს იმას, საქართველოს კარში გოლს იაკინტა გაიტანს თუ კალაძე გაინავარდებს საკუთარ კარში? ახლა ისიც არ თქვათ, ავტოგოლები რომ არა, ეს თამაში არ უნდა წაგვეგოო.

მოკლედ, ძალიან მადლობელი და კმაყოფილი დავრჩები, ყველაფერს კალაძეს თუ არ დავაბრალებთ. არ იქნება ეს მართებული და სწორი. თუ გავითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ქართველი ფეხბურთელების ყოველ მარცხს ცოტა უფრო “ფილოსოფიურად” შევხედავთ, ამით უპირველესად საკუთარ თავს გავუკეთებთ კარგ საქმეს. ემოციები უმჯობესია 9 სექტემბრისთვის შევინახოთ. თბილისის სპორტის სასახლეში ხომ ბელორუსები გვყავს დასამარცხებელი!
 
 

ასევე:

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან თამაში ფრედ დაასრულა
  • ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება
  • გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო
  • მატჩი საქართველო-ხორვატიას შორის ანგარიშით 1:0 დასრულდა
  • პრეზიდენტმა პატრიარქი რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge