პრეზიდენტმა სტუ-ში კომპიუტერული ცენტრი და თანამედროვე ლაბორტორია გახსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტმა სტუ-ში კომპიუტერული ცენტრი და თანამედროვე ლაბორტორია გახსნა სტუ
13-10-2011, 16:02
პრეზიდენტმა სტუ-ში კომპიუტერული ცენტრი და თანამედროვე ლაბორტორია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ცენტრი და თანამედროვე ლაბორტორია გახსნა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრი გათვლილია 300 სტუდენტზე და სიდიდით მისი ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. ასევე, გაიხსნა სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა განცხადა, ლაბორატორიაში განთავსებულია 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურა, რომლებიც საშუალებას იძლევა, ფართოდ ასახოს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები უშუალოდ სასწავლო პროცესში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ტექნოლოგიური პარკების შექმნის დიდი პოტენციალია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასეთი ცენტრები და ლაბორატორიები იქმნება.

აღინიშნა, რომ ამიერიდან, საქართველოში მომზადდებიან სპეციალისტები, რომლებიც საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების საექსპერტო სამუშაობს ადგილზე ჩაატარებენ და აღარ იარსებებს უცხოელი ექსპერტების მოწვევის ან, კვლევასა და ექსპერტიზაზე მასალის უცხოეთში გაგზავნის აუცილებლობა.

ახლად გახსნილ ლაბორატორიაში შესაძლებელია 30-მდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელება საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო პროგრამების ფარგლებში. ამავე დროს, ლაბორატორიაში შესაძლებელია განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო სამუშაოები სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. კერძოდ, ლაბორატორიას აქვს როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალი, მათ შორის: 1. კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე გამოყენებული ბეტონების სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა; 2. ინერტული მასალების ფრაქციული ანალიზი ევროპული სტანდარტით (ევროკოდები); 3. ცემენტის აქტივობის განსაზღვრა, მისი მარკის დადგენით; 4. ბეტონის რეცეპტის დამუშავება სხვადასხვა ქიმიური დანამატის გამოყენებით და მათი სიმტკიცის მახასიათებლების დადგენა; 5. ასფალტბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა; 6. არმატურის სიმტკიცის პარამეტრების დადგენა ნატურიდან აღებული ნიმუშების გამოცდით გაჭიმვაზე და ღუნვაზე; 7. რკინა-ბეტონის კონსტრუქციების გამოკვლევა; 8. შენობა-ნაგებობებისა და მათი ცალკეული ელემენტების გეოდეზიური პარამეტრების დადგენა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ლიტვის რესპუბლიკის პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, პროფესორ რომაულდას ჯინევიჩიუსს შეხვდა. ლიტველი სტუმარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრისა და სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. როგორც მან განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ტექნოლოგიები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინერგა. “გაკვირვებული ვარ იმ მაღალი დონის ტექნოლოგიებით, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინერგა”, - განაცხადა მან.
 
 

ასევე:

  • კომპანია “დოკა” ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარს გადასცემს
  • სტუ-ში 600 ათას ლარამდე ღირებულების უნიკალური დანადგარები დამონტაჟდა
  • სტუ-ს ასფალტბეტონის ლაბორატორია გადაეცა
  • სტუ-ში ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების პრეზენტაცია გაიმართა
  • რომაულდას ჯინევიჩიუსს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge