პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრმა საზოგადოებას ახალი ვებგვერდი გააცნო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრმა საზოგადოებას ახალი ვებგვერდი გააცნო სიახლე
16-12-2011, 20:19
პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრმა საზოგადოებას ახალი ვებგვერდი გააცნო.

თბილისი - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საქართველოს პარლამენტმა 15 დეკემბრიდან ახალი ვებგვერდი www.pcc.parliament.ge აამუშავა. ვებგვერდი მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ დეპუტატებს შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს და მოსახლეობას თავიანთი კანონმდებლების შესახებ მეტ ინფორმაციას აწვდის.

ვებგვერდზე მომხმარებელს საშუალება აქვს იხილოს გადაცემა "თქვენი პარლამენტი“ - სატელევიზიო დისკუსია საკანონმდებლო თემებზე მმართველი და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო წარმომადგენლებს შორის. საქართველოს მოქალაქეებს "თქვენი პარლამენტი“ უნიკალურ საშუალებას აძლევს, ნახონ, თუ როგორ განიხილავენ მათ მიერ პირდაპირი გზით არჩეული დეპუტატები მათთვის საჭირბოროტო საკითხებს, მაგალითად, საგადასახადო პოლიტიკას, საარჩევნო კანონმდებლობას და საპენსიო რეფორმას. გადაცემებს ამზადებს პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს რეგიონულ ტელეკომპანიებს - ადგილობრივ კონტექსტში განხილული საკანონმდებლო საკითხებისა და პარლამენტარების პოზიციის მოსახლეობისთვის გაცნობაში.

გადაცემები 19 რეგიონალური ტელეკომპანიის მოთხოვნის შესაბამისად მზადდება. თითოეულ გადაცემაში მონაწილეობს დეპუტატი რეგიონიდან, რომელშიც მაუწყებლობს ესა თუ ის ტელეკომპანია. ვებგვერდზე გადაცემების ძიება შესაძლებელია განხილული საკითხების, მონაწილე პარლამენტარებისა და იმ რეგიონალური ტელეკომპანიების მიხედვით, რომლებმაც გადაცემას ეთერი დაუთმეს.

"თქვენი პარლამენტის“ ნახვა შესაძლებელია სოციალურ ქსელ Facebook-ზედაც, რაც კანონმდებლებსა და ამომრჩევლებს შორის ორმხრივ კომუნიკაციას უწყობს ხელს.

"პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი“ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოუსმინონ ადგილობრივ, პირდაპირი გზით არჩეულ წარმომადგენლებს და გაიგონ განსხვავებული მოსაზრებები საკითხებზე, რომლებსაც განიხილავს პარლამენტი“, - აღნიშნა NDI საქართველოს დირექტორმა ლუის ნავარომ. "ჩვენ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დემოკრატიას განმარტავს, როგორც განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას. საქართველოს მოსახლეობის ორმა მესამედმა არ იცის ადგილობრივი, საქართველოს პარლამენტში პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლის ვინაობა და უნდა მეტი შეიტყოს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს პარლამენტის საქმიანობა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე“.

პარლამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით, NDI-მ დააფუძნა პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტში.

"პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრის“ მიერ მომზადებული გადაცემის "თქვენი პარლამენტი“ პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი, ინტერნიუსი-საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

NDI არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მუშაობს. NDI თანამშრომლობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაზლებელია ვებგვერდზე www.ndi.org
 
 

ასევე:

  • თამბაქოს ნაწარმის გათამაშებაში მონაწილეობა აკრძალული რჩება
  • მეცნიერს აღუდგება სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეს და ეკუთვნის
  • სტუ-ში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს
  • სტუ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • აშშ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის დანერგვას იწყებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge