|
24-12-2011, 21:47
ბაგრატიონის დარბაზში 2011 წლის "ოქროს პერგამენტის" ლაურეატების - "წლის ადამიანებისა და კომპანიების" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" საკონსულტაციო ჯგუფ "GCG"-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, 2011 წლის "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია. ასევე გაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტი".
2011 წლის კომუნიკატორად კომპანია "კავკასუს ინლაიანი" დასახელდა; 2011 წლის ბრენდის ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" მფლობელი ნავთობკომპანია "გალფი" გახდა; 2011 წლის საუკეთესო პროექტებისთვის - აღმაშენებლის გამზირი და გუდაური - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატი თბილისის მერი გიგი უგულავა გახდა; 2011 წლის "ოქროს პერგამენტის" მფლობელად საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიებიდან "რომპეტროლი" დასახელდა; 2011 წლის კომპანიად - სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ი; 2011 წლის ხელოვანი და „ოქროს პერგამენტის" ლაურეატი მწერალი ზურაბ ლეჟავა გახდა; 2011 წლის ოქროს პერგამენტი ნომინაციაში წლის სპორტსმენი (გუნდი) საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გადაეცა; 2011 წლის ბიზნესმენი და „ოქროს პერგამენის" ლაურეატი "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე გახდა; 2011 წლის პოლიტიკოსი - ირაკლი ალასანია; 2011 წლის ჟურნალისტად ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დასახელდა; საპატიო „ოქროს პერგამენტი" - საქართველოს წარსულის, თანამედროვეობისა და მომავლის წინაშე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს გადაეცა. წლის ადამიანი კი საქართველოს კათალიკოს-პატრიაქტი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპისი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გახდა.
ილია მეორემ მადლობა გადაიხადა „ოქროს პერგამენტით" დაჯილდოებისთვის და საქართველოს მოსახლეობასა და ოქროს პერგამენტის ყველა ლაურეატს წარმატებები უსურვა. „ღმერთმა დაგლოცოთ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ის, რომ მე უნდა ვემსახურო ჩვენს ერს. ესაა ჩემი მიზანი, მეტი არაფერი", - განაცხადა პატრიარქმა. პატრიაქმა მოუწოდა პერგამენტის ყველა ლაურეატსა და ნომინატს, რომ მთავარ საზრუნავად სამშობლო და ადამიანი გაიხადონ. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ქართველები, უნდა გვახსოვდეს საქართველო და უნდა ვზრუნავდეთ საქართველოსთვის. მე მახსენდება ჩვენი ილიას, წმინდა ილიას სიტყვები "მამული, ენა, სარწმუნოება". მე ცოტა დავუმატე მას და ვთქვი - "ღმერთი, სამშობლო და ადამიანი". ყველაზე ძვირფასი ღვთის წინაშე არის სამშობლო და ადამიანი. ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. ქართველი ხალხი უნდა დაბრუნდეს უცხოეთიდან. ქართველებმა უნდა იზრუნონ ჩვენს სამშობლოზე. სხვა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს", - აღნიშნა საქართველოს პატრიაქმა.
გამოკითხვამ მთელი საქართველო მოიცვა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო. რესპოდენტების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%, შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%. რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, აქ სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტუდენტი - 10%, დასაქმებული - 29%, თვითდასაქმებული - 23%, უმუშევარი - 24%, პენსიონერი - 14%. გამოკითხულთა შორის 53% ქალია, ხოლო 47% მამაკაცი.
დაჯილდოების ცერემენიალს, რომელსაც ტრადიციულად „ბაგრატიონი 1882"-ს დარბაზი მასპინძლობდა, თამარ სადრაძე წარუძღვა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ ავერსი, გუდვილი, სილამაზიც ცენტრი ნატალი და ფლაუერსი.
2011 წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად ანკეტაში შეყვანილნი იყვნენ შემდეგი კანდიდატები - წლის პოლიტიკოსი: ალასანია ირაკლი, გამყრელიძე დავით, თარგამაძე გიორგი, უსუფაშვილი დავით, ცისკარიშვილი პეტრე; წლის ბიზნესმენი: ბუცხრიკიძე ვახტანგ; გილაური ირაკლი; გურგენიძე ვლადიმერ; კურტანიძე პაატა; რამიშვილი გიორგი; ფხაკაძე სოსო;
წლის ხელოვანი: ბათაიაშვილი ლიზა - სენ-სანსის და ბიზეს სავიოლინო ნაწარმოებების შესრულებისთვის, ბურდული ნინო - სპექტაკლისთვის "ლივ შტაინი", ლეჟავა ზურაბ - მოთხრობისთვის "მაცივარი სექსისა წილ", ცაბაძე ალეკო - ფილმისთვის "რენე მიდის ჰოლივუდში", ხარატიშვილი ნინო - სპექტაკლისტვის "ლივ შტაინი"; წლის ჟურნალისტი: ბერიძე ეკა, იაკობაშვილი პაატა, კვესიტაძე ეკა, მელაძე ნოდარ, პაიჭაძე დავით, ხოფერია ეკა, ჩაფიძე ელისო; წლის სპორტსმენი (გუნდი): არაბიძე მერი, გორგოძე მამუკა, კობიაშვილი ლევან, მარსაგიშვილი დავით, სანიკიძე ვიქტორ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს საკალთბურთო ნაკრები; წლის პროექტი: ანაკლია, მესტია, გუდაური, "ქეთო და კოტე", აღმაშენებლის გამზირი; წლის კომპანია: ავერსი, გუდვილი, ვისოლი, იმედი L, ისტერნ პრომოუშენი, კავკასუს ონლაინი, საქართველოს ბანკი, საქართველოს ლატარიის კომპანია, "სილქროუდ ჯგუფი", პე-ეს-პე; წლის ბრენდი: "ბერტა", "ბარამბო", "გალფი", "სმარტი", "ჰოლიდეი ინ"; წლის კომუნიკატორი: ბილაინი, კავკასუს ინლაიანი, მაგთი, სილქნეტი, ჯეოსელი; წლის უცხოური კომპანია: Maersk, Mobi Pay, რაკინი, რომპეტროლი, სოკარი, ჰაიდელბერგი, შატო მუხრანი.
გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, მიხეილ სააკაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ოვაშვილი, დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე,ნოდარ ქუმარიტაშვილი, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე,პაატა კურტანიძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი", "სოკარი", „ლიბერთი ბანკი". |
|